მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიამ დაიწყო, ღარიბაშვილი აგრძელებს - იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო

60374f9866e2e
ინგა მურუსიძე
25.02.21 11:24
1740
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვს პოტენციალი, რომ შეასრულონ საკმარისი როლი ეკონომიკის განვითარებაში. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, რომ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე და ამის მიზანია კორპორაციული მართვის უმაღლეს სტრანდარტებს დაუახლოვდეს ეს კომპანიები. რეფორმა არის ევროპული ტიპის, რომელიც ეფუძნება საუკეთესო სტანდარტებს და გამოცდილებას. აღნიშნულ რეფორმას და ინიციატივას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან ზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანი არის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება და სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო.

„საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ შეასრულონ საკმარისი როლი ეკონომიკის განვითარებაში და ვფიქრობთ, რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის ზრდას, ამით კი ხელი შეეწყობა ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შემცირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო. ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც დაიწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.

გიორგი გახარიამ მაშინ ისიც დაანონსა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის შეიქმნებოდა სახელმწიფო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებდა.