მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა

6284c1dc3ec90
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 14:00
1709

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს  გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. სტოლტენბერგი და ღარიბაშვილი დღეს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

შეხვედრის გაუქმების შესახებ ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მიზეზის გასარკვევად BMG-მ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მიმართა. მათი პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება. 

აღსანიშნავია, რომ დღეს გენერალური მდივანი NATO-ში შვედეთისა და ფინეთის ელჩებს შეხვდა, რომელთაც წევრობაზე ოფიციალური განაცხადები გადასცეს.