საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
ცნობისთვის, ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით. კომპანია 1945 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს.
ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი