მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი: წამლების ფასებზე კონკურენციის სააგენტომ შუალედური დასკვნა დადო

61457f656e8a7
BM.GE
18.09.21 09:45
2558
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობა ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მთავრობის ხედვას გააცნობს. ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ისეთი რეგულაციები, "როგორიც არის ევროპაში."

„არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს ახლა, ამ წინასაარჩევნოდ. დიახ, ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, მათ შორის შუალედური ანგარიშიც გვაქვს, არ მინდა ვიღაცამ კიდევ დაგვაბრალოს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულისტური მოსყიდვების და გულის მოგების მიზნით ამას აკეთებენ, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვექნება, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან და ბიზნესთან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა, ძალიან ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ კომპრომისულ ვარიანტს. უნდა მოხდეს სწორად, ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს არ გამოვიგონებთ. როგორც არის ევროპაში რეგულაციები და ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია ის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც. არ შეიძლება, რომ მწარმოებელიც იყოს, გამყიდველიც, დისტრიბუტორიც და ყველაფერი თვითონ იყოს ადამიანი და ამ დროს უკონტროლოდ იყოს ფასების ზრდა წამლებზე, მითუმეტეს, ისედაც ჯერ კიდევ გაჭირვებულ ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.