მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება ტურიზმს შეაფერხებს

62f0bf32a1080
მარიამ ვარადაშვილი
08.08.22 11:39
1025
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიჟო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართული დაზიანება სურთ.

ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რატომ არ უწესებს მთავრობა რუსეთის მოქალაქეებს სავიჟო რეჟიმს, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში ვიზა სჭირდებათ.

“მრავალი მცდელობის მიუხედავად იმ მოღალატეების, რომლებმაც ეს ომი ვერ და არ ააცილა ქვეყანას, ქვეყნაში მეორე ფრონტის გეგმაც ჩაიშალა. ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის საქართველოში და არცერთ ქვეყანაში ასეთი პროგრესი არ მიმდინარეობს. რადგან ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოტანეს, ახლა სურთ რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები იმით, რომ უნდათ ტურიზმი შეაფერხონ. ეს ვისზე აისახება?! ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკასა და ხალხზე. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.