საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა და იუსტიციის ახალი მინისტრები წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრის პოსტს ლაშა ხუციშვილი, ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტს რატი ბრეგაძე დაიკავებს.
პრემიერის თქმით, 2012 წლიდან რატი ბრეგაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
მას 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ამასთან რატი ბრეგაძე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
რაც შეეხება ლაშა ხუციშვილს, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრია. 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
როგორც ცნობილია, სამწლიანი მუშაობის შემდეგ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გუშინ გადადგა, ხოლო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ის ჰააგაში მოსამართლედ აირჩიეს.
„მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო