მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა

624a98f43bbea
მარიამ ვარადაშვილი
04.04.22 11:04
1831
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დანიშნა.

მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, უკვე ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე დარჩიაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო პოლონეთში. 

ის სხვადასხვა პერიოდში იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე.