მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილმა "ნამახვანჰესზე" სასაუბროდ ქუთაისში წარმომადგენლები გაგზავნა

607854a0bcb76
ინგა მურუსიძე
15.04.21 19:00
625
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე უმრავლესობის დეპუტატები, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.

შეგახსენებთ, "რიონის მცველების" ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს ერთ-ერთ მოთხოვნად სწორედ პრემიერის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასახელა.