საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მშენებარე რეგიონის - NEOM-ის პროექტი დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა წარუდგინა. NEOM-ი საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში მშენებარე რეგიონია, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია.
პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მშპ-ის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა.
ფუტურისტული რეგიონის პროექტი მრავალმილიარდიანი NEOM-ის პროექტის ნაწილია. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები. ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით. ქალაქი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ნაცვლად.
მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ძველი ქალაქი დირია, პირველი იმამის სალვა-სასახლე, ატ ტურაიფის კომპლექსი, სადაც პირველი მმართველები ცხოვრობდნენ, და აგრეთვე დამფუძნებელი მეფის აბდულაზიზ ალ საუდის სახელთან დაკავშირებული არაბული ცხენების მუზეუმი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო