მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილთან ინსტიტუციური კონსოლიდაციის საკითხებზე ვისაუბრე - საფრანგეთის ელჩი

60586b1751872
ინგა მურუსიძე
22.03.21 14:09
439
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, მხარეებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოსტკრიზისულ პერიოდში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ურთიერთობების გაცოცხლება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები და დემოკრატიის ხარისხის შემდგომი ამაღლებისკენ გამიზნული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ასევე ინსტიტუციური კონსოლიდაციის საკითხები. გარდა ამისა, ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს განვითარების საკითხები განვიხილეთ. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე დახმარებას ეკონომიკის განვითარებაში და ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებაში საფრანგეთსა და ზოგადად, ევროპასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა დიეგო კოლასმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.