მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღარიბების ხარჯზე მდიდრების დასუბსიდირება სამართლიანი პრინციპია?“ - დეპუტატი პრემიერს

60d5ea6616f38
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 18:44
2004
„ღარიბების ხარჯზე ყველაზე მდიდრების სუბსიდირება სამართლიანი პრინციპია?“ - ამ კითხვით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე მიმართა.

პარტია „გირჩის“ წევრმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისა და დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენი ანგარიშიდან ვხედავთ, რომ მთავრობამ ბევრი ბიზნესი დაასუბსიდირა, მაგალითად, 1 მლრდ-ით დაასუბსიდირა საბანკო სისტემა, სამშენებლო კომპანიებისგან ბინების 30% გამოისყიდა, რომელიც აშენებული იყო; ამავდროულად უამრავმა ადამიანმა სამსახური იმიტომ დაკარგა, რომ ამოქმედდა თქვენ მიერ ამოქმედებული რეგულაციები. ანუ ერთი მხრივ თქვენ გამო ხალხი გაღარიბდა, მეორე მხრივ - რესურსებით, რომელიც თქვენ ვალის სახით აიღეთ, რომელსაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები გადაიხდიან, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მდიდარი ფენა დაასუბსიდირეთ“, - მიმართა პრემიერს რაქვიაშვილმა.