მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი კომპანია Twitter-ის შეძენაზე უარს აცხადებს.
მასკის წარმომადგენლობის განმარტებით, $44-მილიარდიანი გარიგების ჩაშლის მიზეზი Twitter-ის გუნდის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა და არასაკმარისი ინფორმაციის მოწოდებაა.
Twitter-ის მხარე ბრალდებებს უარყოს და აცხადებს, რომ გარიგების განზრახ ჩაშლის გამო, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს და Tesla-ს ხელმძღვანელი მორიგი სასამართლო დავის წინაშე აღმოჩნდება. სავარაუდოდ, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, ილონ მასკს $1 მილიარდის მოცულობის ჯარიმა დაეკისრება.
შეთანხმების სათუობის საკითხი მსოფლიოსათვის ჯერ კიდევ ორი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეთავაზება ძალაში იქამდე არ შევიდოდა, სანამ Twitter-ის წარმომადგენლობა არ წარმოადგენდა მომხმარებლების რაოდენობასთან დაკავშირებით სრულ მონაცემებს და არ განმარტავდა მათ შორის არაავთენტური მომხმარებლის საერთო წილის გამოთვლის მეთოდოლოგიას.
მასკის მტკიცებით, Twitter-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და სოციალურ ქსელში ე.წ. ტროლებისა და ბოტების რაოდენობა 5%-ზე გაცილებით მეტია - ზუსტი მონაცემების დადგენამდე კი მილიარდერი კომპანიას არ იყიდის.
გასულ თვეს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას მასკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ Twitter-ის მიერ მონაცემების წარმოდგენამდე შეთანხმების წარმატებით დასრულებაზე საუბარი ზედმეტი იყო.
აღსანიშნავია, რომ გარიგების ჩაშლის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს. ორშაბათის პირველი სავაჭრო სესიის ოფიციალურად გახსნამდე, საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით შემცირდა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი