მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეულ მომსახურებაზე საკონსულო მოსაკრებელი იზრდება

613b5089b2d36
ინგა მურუსიძე
10.09.21 18:12
863
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მიმდინარე წლის სასესიო კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს. კანონპროექტის შესახებ მცირე ინფორმაცია წერია გეგმაში, რომელიც პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა და უკვე გამოქვეყნდა.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობით სარგებლობის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია. წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი თითოეული მოქალაქე ღებულობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად.

შესაბამისად, ამ მიღწევის დაცვისათვის აუცილებელია, მოხდეს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობით სარგებლობის
ბოროტად გამოყენების პრევენცია. ამდენად, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და უფლებამოსილება, რომ მიმართოს ადეკვატურად მკაცრ ზომებს, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს ადამიანის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაზიანდეს საქართველოს წინსვლა ევროპისაკენ და ამ გზაზე უკვე მიღწეული წარმატებები.

შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში არასასურველი პროცესების განვითარების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი იმგვარი რეგულაციით, რომელიც შეიცავს უკვე გაცემული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დღიდან 180 კალენდარული დღის გასვლამდე, იმავე პირის სახელზე საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისათვის საკონსულო მოსაკრებლის დაწესებას 175 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 35 აშშ დოლარისა.

ამავე ცვლილებით, გათვალისწინებულია შემთხვევები, როდესაც მოწმობის გაცემაზე 175 აშშ დოლარის გადახდას არ დაექვემდებარება კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელიც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო დაკარგავს დასაბრუნებელ მოწმობას, ან მოწმობის მოქმედების ვადაში ვერ შეძლებს საქართველოში დაბრუნებას“, - ნათქვამია კანონპროექტის აღწერაში.