კოვიდ-პანდემიით შექმნილი მდგომარეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის საცალო გაყიდვების დარგისთვისაც, რთული გადასალახი აღმოჩნდა. პირველადი მოხმარების პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ჰიპერმარკეტები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დადგნენ.
„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯმენტს სწრაფად ცვლად რეგულაციებზე ადაპტირება უწევდა და ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, „აგროჰაბმა“ მომხმარებლის გაზრდილი ნაკადების სწორი მართვა შეძლო.
გიორგი ჯაშიაშვილი დღეს არსებულ მდგომარეობასაც აფასებს. ის აცხადებს, რომ სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის გამო, როგორიც ლარის კურსის გაუფასურება და კომუნალური ტარიფის გაძვირებაა, პირველადი პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას გარკვეული დასახელების საქონელზე ფასები გაზრდა მოუწია.
„სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ, მაგალითად, ისეთი როგორიც არის ლარის კურსი, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასების ზრდა, თუნდაც გაზრდილი კომუნალურები, ეს ყველაფერი სექტორზე უარყოფითად ისახება და ფასების ზრდას იწვევს, რაც მომხმარებელზე უარყოფითად აისახება. კოვიდ-პანდემიის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ფასების შენარჩუნებას, სადამდეც ეს შეგვეძლო, ეს ჩვენი მარჟისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ხარჯზე მოხერხდა.
ქვეყანა მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული და ლარის კურსის გაუფასურებისას იმპორტიორებს ფასების გაზრდა მოუწიათ. ფასების ზრდაზე მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამაც იმოქმედა. ამას დაემატა გაზრდილი კომუნალური ხარჯები. ჩვენ მწარმოებლები ვართ და კომუნალური გადასახადები კიდევ უფრო დაგვაწვა, მაგრამ ხარჯებში ეკონომიის ნახვას მაქსიმალურად შევეცადეთ, თუმცა გარკვეულ პროდუქტზე ფასები გაზრდა მაინც მოგვიწია“, - უთხრა BM.GE-ის „აგროჰაბის“ დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება