31.ოქტომბერი .2021 15:18

გარკვეული ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, რაც იყო შეშფოთების საგანი - ეუთო/ოდირის მისია

გარკვეული ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, რაც იყო შეშფოთების საგანი - ეუთო/ოდირის მისია
views 467
უკან

ელჩი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის განცხადებით, არჩევნების მეორე რაუნდი კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესებზე. მისი შეფასებით, კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, თუმცა მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები.

„ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ, კენჭისყრის და დათვლის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე გარკვეული ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, რაც იყო შეშფოთების საგანი.

მთლიანობაში კანონმდებლობა ადექვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება მაგრამ ამავე დროს ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ეუთოს და ოდირის კომისიის ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენებას“-აცხადებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა