მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტაქსის ლიცენზიის გაცემა შეწყდება - წილოსანი რეფორმის დეტალებზე

6385fd5fb1716
მარიამ ვარადაშვილი
29.11.22 16:43
6563

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის III ეტაპზე ისაუბრა. მისი თქმით, ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდის ფუნქციას შეიძენს. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ფასიანი ქაღალდი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.

BMGTV-ის ეთერში თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა თქვა, რომ გარკვეულ ეტაპზე ლიცენზიების გაცემას მერია შეწყვეტს და ლიცენზიის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა ის დროებით სარგებლობაში გადასცენ სხვას. წილოსანის თქმითვე, ეს ფასიანი ქაღალდის მსგავსად იმუშავებს. კერძოდ, ნებართვით სარგებლობა იჯარის, გაგირავების და რეალიზაციის ფორმითაც იქნება შესაძლებელი. 

“ტაქსის ლიცენზია გახდება ფასიანი ქაღალდი. ოღონდ ამ ლიცენზიების გაცემა ჩაიკეტება და მომსახურების მოთხოვნის ზრდასთან ერთად მათი ღირებულება გაიზრდება. ტაქსის ლიცენზია გადავა მემკვიდრეობით. ანუ როგორც ჩვეულებრივი ქაღალდი, ისე მოხდება მისი მართვა”, - განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი - უფასოა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ვებგვერდის მონაცემებით, ტაქსის ლიცენზია ამ დროისთვის სულ 17 355 ავტომობილს აქვს.