მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წყალი მარგებელი“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

6241d40a4569c
მარიამ იზორია
03.04.22 20:32
1694
„წყალი მარგებელი“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა ბერიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, "წყალი მარგებელის" საექსპორტო მოცულობაში რუსეთს მცირედი წილი აქვს, რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე კი კომპანიისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი სწორედ უკრაინა იყო.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პოზიციებს აშშ-სა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში ამყარებენ, ამასთან წყალი მარგებელმა 2021 წელს სამი ახალი საექსპორტო ბაზარი - პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დაიმატა.

აღსანიშნავია, რომ წყალი მარგებელმა რუსეთის ბაზრის წილის შემცირება 2006 წელს დაიწყო. კომპანია ამჟამად ექსპორტს 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის, დსთ-ს, აზიის, ახლო აღმოსაველითსა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ახორციელებს.

„წყალი მარგებელის" მთავარი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაა. ამ პერიოდმაც დაგვანახა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია. კონკრეტულად რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება 2006 წელს დავიწყეთ და მისი წილი მაქსიმალურად შევამცირეთ. ზოგადად, რუსეთი არ არის ის ბაზარი, რომელზეც შეიძლება რომელიმე ქვეყანა დამოკიდებული იყოს, მით უმეტეს, საქართველო, ჩვენი რუსეთთან ისტორიის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა არსებობენ კომპანიები, რომლებსაც სურთ რუსეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ.

ამ ეტაპზე პოზიციებს აშშ-სა და აზიაში ვამყარებთ, გასულ წელს სამ ახალ ქვეყანაში - პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და საუდის არაბეთში შევედით“ - ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.