მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასააქტიურებელია მოყოყმანე ჯგუფებთან მუშაობა“ - რატომ იკლო აცრების მაჩვენებელმა?

614a09f888f67
თათია ჩაფიჩაძე
21.09.21 20:39
974
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ბოლო პერიოდში პირველადი აცრის მაჩვენებლების შემცირებას აცრის მსურველთა რაოდენობის დიდი ნაწილის იმუნიცაზიის პროცესის დასრულებას უკავშირებს და ამბობს, რომ ახლა მთავარია „მოყოყმანე ჯგუფებთან“ გააქტიურდეს მუშაობა.

იმნაძე თვლის, რომ პროცესში ნეგატიურ გავლენას ექიმების მხრიდან ვაქციანციის სარგებლიანობის თემაზე სოციალურ ქსელებში არსებული დისკუსიებიც ახდენს.

„აქ ძალიან ბევრი მიზეზია, პირველ რიგში ალბათ ის, რომ მეტნაკლებად ვინც მზად იყო აცრებისთვის, ის აიცრა და ახლა უფრო მეტად გასააქტიურებელია მოყოყმანე ჯგუფებთან მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა მეთოდით შესაძლებელი გახდება ის, რომ სანამ ქვეყანა გარკვეულ კოვიდშეზღუდვებს დააწესებს, როგორიც არის ეს სხვა ქვეყნებში, ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია, აიცრება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩემი კოლეგის საუბრებმა იმ საკითხებზე, რომელიც უნდა ირჩეოდეს კოლეგიალურ წრეში, გადმოინაცვლა სოციალური ქსელების დისკუსიებში და ამანაც თავისი ზემოქმედება იქონია“ - აცხადებს იმნაძე.

ცნობისთვის, 21 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.

20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.