საქართველოში ახლად დაფუძნებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თამარ სიხარულიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გასტრონომიული სექტორი, განსაკუთრებით კი, რეგიონებში დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
როგორც თამარ სიხარულიძე ამბობს, აუცილებელია, რეგიონებში ამ მიმართულებით ინფორმაციულობის გაზრდა.
„ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ნიუანსია; რეგიონებში ძალიან სჭირდებათ ხელშეწყობა თვითონ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს, თუნდაც ტრენინგების მიმართულებით, თუნდაც იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდნენ. ჩვენ (გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია) ხვალ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გვაქვს დაგეგმილი, რადგან ვფიქრობთ, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებითაც გვაქვს პრობლემები. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ ხალხმა სწორი ინფორმაციები მიიღოს და ამის შესაბამისი კონტროლიც იყოს. მოგეხსენებათ, ტურისტი რომ ჩამოდის და მიდის რეგიონში, იქ არ არის სათანადო პირობები... ეს მარტო კონკრეტული რესტორნის პრობლემა არ არის. თუ ჩვენ არ შევუწყვეთ ხელი ამ დიდი სეგმენტის განვითარებას, მარტო ის არ არის, რომ გვაქვს კარგი ხინკალი და ამით გაგვიცნობს მსოფლიო, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მომავალ წელს როდესაც უკვე დაიგეგმება კულინარიული კონკურსები, გამოფენები, მაქსიმალურად მოვამზადოთ ქართული სამზარეულო და მაღალ დონეზე წარმოვადგინოთ“, - უთხრა BM.GE-ის გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაცია 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ასოციაციის დამფუძნებლები წარადგენენ კონცეფციას და ისაუბრებენ მიზნებსა და გეგმებზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ