მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gastronome-მა ახალი რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გახსნა

60d46ca22b54a
BM.GE
25.06.21 18:06
3169
25 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის #22 არგენტინული სტეიკჰაუსი გაიხსნა. Argentinian Steakhouse-ი დელიკატესების მაღაზიათა და რესტორნების ქსელის - Gastronome-ის ახალი, პრემიუმკლასის რესტორანია.

სტეიკჰაუსის მრავალფეროვან მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს, ამერიკული შავი ანგუსის სტეიკები და ბურგერები. Gastronome-ის მაღაზიის სივრცეში განთავსებულ რესტორანს ორი დარბაზი და ღია სამზარეულო აქვს, სადაც სტუმრებს შეეძლებათ კერძების დამზადების პროცესს დააკვირდნენ.



Argentinian Steakhouse იმუშვებს ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზიისა და რესტორნის Shop&Dine კონცეფციით. მომხმარებელს მენიუში არსებული კერძების და სასმელის გარდა, შეეძლება დააგემოვნოს მაღაზიაში შეძენილი ინგრედიენტებით მომზადებული კერძები და სასმელი. Gastronome-ის მსგავსი კონცეფციის Bistro by Gastronome-ს ბელიაშვილის ქუჩაზე უკვე ასობით ერთგული მომხმარებელი ყავს.

„ჩვენ გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და კვლავ გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ჩვენ სტუმრებს ვპირდებით გასტრონომიულ სრულყოფილებას. გვინდა, ჩვენს რესტორნებში სტუმრობა მათთვის იქცეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებად, სწორედ ასეთ გამოცდილებას ვთავაზობთ ახალ რესტორანში Argentinian Steakhouse By Gastronome“, - განაცხადა რესტორნის საზეიმო გახსნისას Gastronome-ის დამფუძნებელმა გიორგი თენაძემ.

Gastronome-ის პარტნიორი ამერიკული ორგანიზაციების USMEF, U.S. Beef Checkoff და Beef Council-ის მხარდაჭერით Argentinian Steakhouse-ში 25 ივნისიდან 1 ივლისამდე ჩატარდება ამერიკული სტეიკის ფესტივალი. ფესტივალის სტუმრები შავი ანგუსის რიბაის სტეიკის შეკვეთისას, სომელიეს მიერ შერჩეულ საუკეთესო ხარისხის ჭიქა წითელ ღვინოს მიიღებენ საჩუქრად.

ცნობისთვის: Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი 4 მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც პრემიუმ კლასის დელიკატესები იყიდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
(R)