მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომია და ფოლკლორი - დონორების დახმარებით სვანეთში ახალი ტურისტული პროდუქტები შეიქმნა

63441c4161ba5
ანუკა ჯოხაძე
11.10.22 00:40
1154
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ “GRETA”-ს დაფინანსებით სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა ხდება. ეს ის ინიციატივებია, რომლებიც სვანეთის რეგიონს, იქ ჩასულ დამსვენებელს, სრულიად ახალი კუთხიდან ანახებს. კულინარიული და ფოლკლორული ტურიზმი- ეს ის ორი მიმართულებაა, რითაც სვანური ტრადიციებისა და კულტურის ტურისტებისთვის გაცნობა ხდება.

პროეტი “GRETA” მნიშვნელოვან აქცენტს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სამეწარმეო საქმიაობაში მათი როლის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე აკეთებენ. პროექტის ბენეფიციარებს შორის საგრანტო კომპონენტით 69 ქალმა ისარგებლა, საკონსულტაციო მომსახურება 9 ქალმა მეწარმემ მიიღო, ხოლო წარმოების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებში 79 ქალი მეწარმე იყო ჩართული.

კულინარიულ ტურიზმს უშგულში ნანული ჭელიძე ავითარებს - იგი სასტუმრო "ვილა ლილეოს" მფლობელია.  ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით ნანული ჭელიძემ თავის ტურისტულ ბიზნესს ახალი მიმართულება მოუძებნა. "ვილა ლილეოში" სადეგუსტაციო სივრცე მოეწყო და აღიჭურვა. ამ სივრცეში ჭელიძე ჩამოსულ სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებს ჩაუტარებს და სვანურ სამზარეულოს გააცნობს.

“გასაოცარ საოჯახო სასტუმრო "ვილა ლილეოში" ვიყავით, სადაც სასტუმროს მეპატრონემ ქალბატონმა ნანულიმ გვიმასპინძლა. ვიყავი მასტერკლასზე, სადაც ადგილობრივი კერძების დამზადებაში მივიღე მონაწილეობა. ეს არის ადგილი, რომლის მონახულებასაც ვურჩევ ყველას, რადგან აქ გაქვს შესაძლებლობა ამ ადგილის უნიკალურობა შეიგრძნო. აქ მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა სრულ თანხვედრაშია. გაქვს შესაძლებლობა მოამზადო ნატურალური პროდუქტებისგან კერძი და შემდეგ უკვე დააგემოვნოთ,”- განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომა.

სოფელ ლენჯერში, კი ფოლკლორული ტურიზმი ვითარდება. ახალ ტურისტულ პროდუქტს ბაზარს ვახტანგ ფილფანი სთავაზობს. იგი ადგილობრივი მართვის ორგანიზაციის აქტიური წევრია და დონორებთანაც ხშირად მუშაობს. როგორც ამბობს, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ “GRETA”-ს მხრიდან გადაგმული ნაბიჯები სვანეთის რეგიონის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ შორისაა მოლაშქრეების გლობალური ღონისძიება ჰაილედერი, რომლის ფარგლბშიც ადგილობრივ მეწარმეებს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ და მათი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაც მოხდა.

“ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთში HIGHLANDER-ის ღონისძიება ჩატარდა. ეს ჩვენთვის კი ახალი ხილია, მაგრამ როგორც ვიცით, 15 ქვეყანაში იმართება. წელს კი ჩვენს ქვეყანაში ამ ღონისძიების ჩატარება რეგიონისთვის ძალიან კარგი რეკლამა იყო. პირველ რიგში ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო მცირე მეწარმეების განვითარებას, მათ შეძლეს აქ ჩამოსული ტურისტებისთვის თავისი პროდუქტების შეთავაზება და შემოსავლის მიღება,”- აცხადებს სასტუმრო “ნანილას” დამფუძნებელი ვახტანგ ფილფანი.

ცნობისთვის: პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka