მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ძირითადი ინდექსები მკვეთრად დაეცა

62694140a380e
გიორგი თოლორდავა
27.04.22 17:50
2301
გასულ დღეს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა. აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) 2.8%-ით შემცირდა; თითქმის 2.4%-ით დაეცა Dow Jones; Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი დაახლოებით 4%-ითაა შემცირებული.

განსაკუთრებით არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ ტექნოლოგიურ კომპანიებს: Tesla (-12.1%); LUCID (-8.7%); ASML (-6.6%); Crowdstrike (-6.1%); AMD (-6.0%); NVIDIA (-5.6%); Netflix (-5.5%); Fortinet (-5.3%).

მნიშვნელოვნად შემცირდა უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციების ფასებიც: Nike (-5.8%); Boeing (-5.1%); Visa (-4.2%); Microsoft (-3.7%); Apple (-3.7%); Disney (-3.5%); Intel (-3.3%).

საფონდო ბირჟების ვარდნა რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული, ერთ-ერთი მათგანი არასახარბიელო კვარტალურ შედეგებს უკავშირდება. ინვესტორებს ასევე აქვთ მოლოდინი, რომ გაზრდილი ინფლაციის დონის საპასუხოდ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, რაც ტრადიციულად ნაგატიურად აისახება კომპანიებს აქციებსა და კაპიტალის ბაზარზე.

დაღმასვლის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებს შორისაა რუსეთ-უკრაინის ომი, ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ტემპით გავრცელება, მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდა და რუსეთის მიერ ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვის რისკების მკვეთრი ზრდა.

მიუხედავად დაღმასვლის ზოგადი ტენდენციისა, Sherwin-Williams-ის აქციების ფასმა 9.4%-ით მოიმატა; 5.3%-ით გაიზარდა Waste Management-ის საბაზრო ღირებულება; ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბებისა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული დადებითი შედეგების გასაჯაროების ფონზე, 4.6%-ით გაიზარდა Whirlpool-ის აქციების ფასი; Valero Energy-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 4.3%-ით მოიმატა; Roper Tech-ის აქციები კი 3.6%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა ინვესტორთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან დაგეგმილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება.

ოთხშაბათს შედეგებს აქვეყნებენ : Meta; PayPal; Spotify; Ford; Boeing; Qualcomm; T-Mobile; Pinterest.
ხუთშაბათს: Apple; Amazon; Twitter; Intel; MasterCard; McDonald’s; Nokia; Caterpillar; Merck.
პარასკევს: Exxon Mobil; Chevron; AstraZeneca; Honeywell; Charter; Abbvie; Colgate.

როგორც წესი, ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღებას სწორედ ის კომპანიები იქცევენ, რომელთაც განსაკუთრებით კარგი ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები აქვთ.


საინვესტიციო შესაძლებლობა:


გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი