მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირაში ფულადი გზავნილები 5%- ით გაიზარდა

5f130e5263f7b
ელენე გოგბერაშვილი
18.07.20 19:25
973
თიბისი კაპიტალმა ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ფულადი გზავნილების დინამიკა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, 12 ივლისის კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 5%- ით გაიზარდა. შემოდინებები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან გაორმაგებულზე მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი პირველადაა უარყოფითი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში.




შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში.



ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

ყველაზე მსხვილი გადმორიცხვები რუსეთიდან და იტალიიდან ფიქსირდება, მესამე ადგილზე კი აშშ-ია.

2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.