06.აპრილი.2016 14:13
ეკონომიკა

გასულ წელს, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა 9,7%-ით გაიზარდა

გასულ წელს, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა 9,7%-ით გაიზარდა
2015 წელს უარყოფითი სალდო ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტში შემცირდა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2015 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 699.2 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 17.9%-ით ნაკლებია წინა წლის, ხოლო 44.4%-ით მეტი – 2013 წლის მაჩვენებლებზე. რაც შეეხება ექსპორტს, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 659.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე – 9.3%-ით, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელზე 46.5%-ით მეტია.
 
რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ხოლო ექსპორტი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ხდება.

წინა წლებში როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება რუსეთის მიმართულებით, თუმცა 2013 წელს თურქეთის მიმართულებით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის დამატებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან თურქეთში. 2015 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით მთლიანი ექსპორტის 63.6% შეადგინა, რუსეთის მიმართულებით – 25.7%, ხოლო სომხეთის მიმართულებით – 10.6%. თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წელთან შედარებით თითქმის 77.4%-ით არის გაზრდილი.

2015 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა რუსეთიდან მთლიანი იმპორტის 73.1% შეადგინა, აზერბაიჯანიდან – 14.5%, ხოლო სომხეთიდან – 12.4%. თურქეთიდან 2015 წელს ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.

„ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების ბალანსის ანალიზის დროს ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების სეზონურობის გათვალისწინება. დღესდღეობით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით საქართველო ზამთრის პიკის ქვეყანაა, თუმცა, აღნიშნული სიტუაცია 2022 წლისათვის, სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ ფაქტს, უახლოეს მომავალში ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ელექტროენერგიის იმპორტის შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში გადმოინაცვლებს, როდესაც არსებული ადგილობრივი რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი დაკმაყოფილება. მეორე მხრივ, დამატებითი გენერაციის ობიექტების ქვეყნის ენერგოსისტემაში გაშვებით ასევე შესაძლებელი იქნება ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ელექტროენერგიის მოხმარებაში მნიშვნელოვანი წილით (70.8%) 2015 წელს კვლავ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები იყო წარმოდგენილი. პირდაპირი მოხმარებლების წილმა მთლიან მოხმარებაში – 11.9%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებულმა ელექტროენერგიამ – 17.3% შეადგინა.

აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9.7%- ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
602

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად