მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასულ წელს ჩვენი ბინების ფასი 15-20%-ით გაიზარდა, ზრდის ტენდენცია ახლაც გრძელდება“ – „ბალავარი“

6413171b1a2e1
თინათინ ნატმელაძე
16.03.23 22:35
725
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე „საქმიანი დილის“ ეთერში ამბობს, რომ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„ბოლო პერიოდში ფასები ძალიან გაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოთხოვნაა ძალიან მაღალი. ფაქტობრივად, ფული ხელშიც რომ გეჭიროს, შეიძლება ბინა ვერ იყიდო, იმიტომ რომ ძალიან მალე იყიდება.

ჩვენს შემთხვევაში გასულ წელს ბინების ფასი 15-20%-ით გაიზარდა, ჯერ-ჯერობით ეს ტენდენცია ნარჩუნდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებელია, რომ მოსახლეობაც მსყიდველობითუნარიანი იყოს, რომ შეძენა შეძლონ“, - განაცხადა ბესო თავბერიძემ.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დაინტერესება საბურთალოს ტერიტორიაზე, სადაც უძრავ ქონებას უმეტესად ქართველი ემიგრანტები ყიდულობენ.