მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოება თითქმის 13%-ით გაიზარდა

63c940282b5f4
მარიამ ვარადაშვილი
19.01.23 18:20
568
2022 წელს ელექტროენერგიის წარმოება 12.6%-ით 14.2 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მოხმარებას, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 14 მილიარდ 165 მლნ კვტ.სთ, რაც 3.2%-ით არის გაზრდილი. ჯამურმა მოხმარებამ [ჯამური დანაკარგებით] თითქმის 15 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჰიდროსადგურების გამომუშავება თითქმის 11 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 589 მლნ კვტ.ს შეადგენს, რაც 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს გაიზარდა ქვეყანაში ერთადერთი ქარის სადგურის გამომუშავება. ქართლის ქარის ელექტროსადგურმა დაახლოებით 87.5 მლნ კვტ. სთ გამოიმუშავა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 83.4 მლნ კვტ.სთ იყო.