მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა 5 მლნ ველოსიპედი შეიძინეს

5f3558d94153d
ნათია თაქთაქიშვილი
14.08.20 00:10
1272
გასულ წელს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 1 მილიონი ველოსიპედი და ელექტროველოსიპედი გაყიდეს არაწევრ ქვეყნებში, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 368 მილიონი ევრო შეადგინა. თუკი აღნიშნულ მონაცემებს 2012 წელს შევადარებთ, ზრდამ 24% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 5 მილიონი ველოსიპედი შეიძინეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან და ჯამურმა ღირებულებამ 942 მილიონი ევრო შეადგინა, აღნიშნული რიცხვი 12%-ით არის შემცირებული 2012 წელთან შედარებით.

2019 წელს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ყველაზე მეტი ველოსიპედის ექსპორტი განახორციელეს დიდ ბრიტანეთსა (36%) და შვეიცარიაში (18%), შემდეგ მოდის აშშ (13%), თურქეთი (6%), ნორვეგია (4%) და უზბეკეთი (4%).

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმპორტს, მათ ყველაზე მეტი ველოსიპედის იმპორტი განახორციელეს კამბოჯადან (24%), ტაივანიდან (15%), ჩინეთიდან (14%). მათ მოყვება: ფილიპინები (9%), ბანგლადეში (7%) და შრი-ლანკა (7%). რაც შეეხება ელექტროველოსიპედების იმპორტს, ყველაზე მეტი ტაივანიდან შეიყვანეს (52%), მას მოჰყვება ვიეტნამი (21%), ჩინეთი (13%) და შვეიცარია (6%).