09.ივნისი .2021 00:30

გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა 5 მლნ ველოსიპედი შეიძინეს

გასულ წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა 5 მლნ ველოსიპედი შეიძინეს
views 351
უკან

გასულ წელს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 1,3 მილიონი ველოსიპედი და ელექტროველოსიპედი გაყიდეს არაწევრ ქვეყნებში, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 471 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.

ამასთან, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 5 მილიონი ველოსიპედი შეიძინეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 930 მილიონი ევრო შეადგინა.

თუკი აღნიშნულ მონაცემებს 2019 წელს შევადარებთ, ველოსიპედების ექსპორტი 35%-ით გაიზარდა 2020 წელს, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა.

2020 წელს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ყველაზე მეტი ველოსიპედის ექსპორტი განახორციელეს დიდ ბრიტანეთში (34%), შვეიცარიაში (13%), ბრაზილიაში (9%), თურქეთსა (5%) და უზბეკეთში (4%).

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმპორტს, მათ ყველაზე მეტი ველოსიპედის იმპორტი განახორციელეს კამბოჯადან (24%), ჩინეთიდან (17%), ტაივანიდან (11%), ბანგლანდეშიდან (8%), ფილიპინებიდან (6%) და შრი-ლანკადან (5%). რაც შეეხება ელექტროველოსიპედების იმპორტს, ყველაზე მეტი ტაივანიდან შეიყვანეს (53%), მას მოჰყვება ვიეტნამი (19%), ჩინეთი (10%) და შვეიცარია (6%).