მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს გამოსახლებებიდან ბანკების წილი 1 პროცენტს არ აღემატებოდა

569e01cace1bf
BM.GE
19.01.16 12:59
1763
2014 წლის 314 გამოსახლებიდან ბანკების წილი მხოლოდ 3 პროცენტია. 2015 წელს 208 გამოსახლებიდან ბანკების მხრიდან გამოსახლება არ აღემატებოდა 1 პროცენტს. სტატისტიკა საქართველოს ბანკების ასოციაციას ეკუთვნის. ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ არსებული საკანონმდებლო ცვლილება აღნიშნულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია პრემიერიც.
 
"პრობლემა, რომელიც არსებობს ქვეყანაში მას საკანონმდებლო ცვლილება ვერ მოაგვარებს, პირიქით ეს მას ბევრად უფრო გააღრმავებს. გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ კარგად იცის ამ პრობლემის შესახებ, ის საბანკო სექტორში მოღვაწეობდა.

პრივატიზაციის განხორციელება ესეთი მოუქნელი მექანიზმით ძალიან რთულია. სახელმწიფო ვერანაირ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ვერ ჩადგება. ჩვენ არ გვაქვს საუბარი რომ მაინცდამაინც ძველი მოდელი აღდგეს, - თუ ის დასახვეწი და შესაცვლელია უნდა შევცვალოთ, მაგრამ ისე რომ სამართლებლივი მხარე არ დაზარალდეს. პირველ რიგში დაცული უნდა იყოს მესაკუთრის უფლებები", - განუცხადა გვასალიამ "ბიზნესკონტაქტს".

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ცვლილების მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.