მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს გაუქმდა 50 ავტორიზებული აფთიაქი და 17 ფარმაცევტული წარმოება - ანგარიში

61efefe203f61
ინგა მურუსიძე
25.01.22 18:07
666
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს შეტყობინების საფუძველზე პროდუქციის რეალიზაცია შეწყვიტა 377 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ. ამის შესახებ წერია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2021 წელს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, გაუქმდა 67 ფარმაცევტული დაწესებულება (აქედან: ავტორიზებული აფთიაქი - 50; ფარმაცევტული წარმოება - 17). 67 გაუქმებული დაწესებულებიდან სააგენტომ გააუქმა 2 ავტორიზებული აფთიაქი და 1 ფარმაცევტული წარმოება.

„შეტყობინების საფუძველზე რეალიზაცია შეწყვიტა 377 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ (აქედან: აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) - 283; საბითუმო რეალიზაცია - 82; საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი - 11; ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი - 1). 377 გაუქმებული დაწესებულებიდან, სააგენტომ გააუქმა 12 აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), 5 საბითუმო რეალიზატორი და 1 საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი. ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სულ 10 მაძიებელს (ავტორიზებული აფთიაქი - 9; ფარმაცევტული წარმოება - 1).

განხორციელდა 277 რეესტრული ცვლილება (აქედან: პასუხისმგებელი პირის ცვლილება - 196, დირექტორის ცვლილება - 18, პასუხისმგებელი პირის განთავისუფლება - 23, პასუხისმგებელი პირის დანიშვნა/დამატება - 30, საკადასტრო კოდის ცვლილება - 2, იურიდიული მისამართის ცვლილება - 6, საკონტაქტო მონაცემების ცვლილება - 2)“,- ნათქვამია რეგულირების სააგენტოს ანგარიშში.