მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს გლობალურად რეკორდული რაოდენობის შამპანური გაიყიდა

61ea8ff9d64d5
თათია კაკიაშვილი
21.01.22 22:45
1134
ახალი რეკორდი შამპანურის ისტორიაში - 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი რაოდენობის შამპანური გაიყიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. შამპანურის სავაჭრო ასოციაციის მონაცემებით, რომელიც 16 000-ზე მეტ მევენახეს და 320 შამპანურ სახლს აერთიანებს, მხოლოდ საფრანგეთში შარშან რეკორდული 180 მილიონი ბოთლი შუშხუნა სასმელის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია.

შამპანურის გლობალური გაყიდვების შემოსავალი 6,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასოციაციის ინფორმაციით, სასმელის მთლიანი გადაზიდვები წინა წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 322 მილიონ ბოთლს მიაღწია. მართალია, ჯერ ექსპორტის დეტალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, თუმცა წინასწარი ცნობით, შამპანურის რეალიზაციის საუკეთესო უცხოურ ბაზრებად გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები სახელდება.

შამპანურის სავაჭრო ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს საფრანგეთში შამპანურის რეალიზაციის მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს გაუტოლდა, რასაც ასოციაციაში აფასებენ, როგორც „2020 წლის შემდგომ სასიამოვნო მოულოდნელობას“.