მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ღვინის სექტორის ბრუნვა 992 მლნ ლარი იყო

62ff786c44315
მარიამ ვარადაშვილი
19.08.22 18:22
1124
TBC Capital-ის კვლევის თანახმად, 2021 წელს ღვინის კომპანიების წლიურმა ბრუნვამ პანდემიამდელ პერიოდს [2019 წელს] 14%-ით გადააჭარბა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ძირითადად გამოწვეული იყო ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით დრამატული გაუფასურებით. მთლიან ბრუნვაში ექსპორტის წილი 76% შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 72% იყო.

კვლევაში ასევე წერია, რომ 2021 წელს მოქმედი ღვინის საწარმოების რაოდენობა რეკორდულად, 781-მდე გაიზარდა. სექტორის მთლიანი ბრუნვის 60%-ზე მეტი საშუალო საწარმოებზე მოდის, რაც ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა, გამოწვეული იმითაც იყოს, რომ შემცირებული შემოსავლების გამო მსხვილმა კომპანიებმა საშუალო ზომის კომპანიების კატეგორიაში გადაინაცვლეს. გასულ წელს მსხვილი საწარმოების ბრუნვა წლიურად 27%-ით შემცირდა, მაშინ როცა საშუალო და მცირე საწარმოების ბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

გასულ წელს ღვინის სექტორის ბრუნვამ ჯამში 992 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 868 მლნ ლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მოქმედი 781 კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 992 მლნ ლარი შეადგენდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. 2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2020 წელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა.