მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, კონკურენციის სააგენტოს მიერ შესწავლილი საქმეების 60%-ის შემთხვევაში დარღვევა არ დაფიქსირებულა

5721a49ca6aa8
BM.GE
28.04.16 09:47
1220
კონკურენციის სააგენტომ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ წელს, სააგენტომ წარმოდგენილი განცხადების/საჩივრის საფუძველზე დაიწყო 5 მოკვლევა. სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო 2 მოკვლევა. ასევე გასულ წელს სააგენტოში სულ 10 საჩივარი შევიდა.
 
გასულ წელს სააგენტომ განიხილა 3 შეტყობინება მოსალოდნელი და ერთი განცხადება უკვე განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ; დაასრულა 2014 წელს დაწყებული ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგი; დაიწყო სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ წარმოდგენილი განცხადების განხილვა; დამტკიცდა „ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპები.

დასრულებული მოკვლევებიდან 40%-ის შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო 60 პროცენტის შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურებულა.

სააგენტომ შესაბამის ბაზრებზე არსებული კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტების მიმართ გასცა 30-ზე მეტი რეკომენდაცია.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციები 79%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური აგენტების მიმართ გაცემული რკომენდაციები 21%-ს.

აქედან საქართველოს მთავრობის მიმართ გაიცა 10 რეკომენდაცია, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების მიმართ 21 რეკომენდაცია, ხოლო ეკონომიკური აგენტებისადმი 8 რეკომენდაცია.