სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის თორნიკე ზირაქიშვილის განცხადებით, covid-19-მა ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია შეცვალა.
ამის შესახებ მან "FORBES კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, თუ როგორ ვუდგებით ინვესტორს, აქამდე ვფიქრობდით, მოდი, ინვესტორი ვიპოვოთ და ვეძებდით გზებს, სად შეიძლება ის ვიპოვოთ, თუმცა ახლა შევცვალეთ სტრატეგია და გარდა პოტენციურ ინვესტორთან პირდაპირი კომუნიკაციისა, მივდივართ და ყველა იმ წყაროს, სადაც შეიძლება ინვესტორმა მიიღოს ინფორმაცია, ვავსებთ დამოუკიდებლად. კოვიდმა ჩვენი სტრატეგიის გარკვეული ნაწილი დააჩქარა, ნაწილი შეცვალა. სექტორები შეიცვალა მსოფლიო მასშტაბით, მაგალითად, ავიანაწილების მიმართულება და ავტონაწილების მიმართულება, რომელიც პრიორიტეტებში გვქონდა გასულ წელს, ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვა აღარ მოხდება. შესაბამისად, სხვა პრიორიტეტში გადავსვით ისინი და სხვა სექტორები გადმოვსვით წინ. მაგალითად, ბიზნეს პროცესების გარე გატანის სექტორი ანუ ე.წ. აუთსორსი, რომელიც უცებ გაიზარდა კოვიდის პირობებში... არის სექტორები, რომლებიც ახლიდან დაპრიორიტეტდა და არის სექტორები, რომლებიც გაჩნდა ჩვენს განახლებულ სტრატეგიაში“, - განაცხადა ზირაქიშვილმა.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი