მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთი შემცირდა

63d25fc7a2f8a
მარიამ ვარადაშვილი
26.01.23 22:13
500

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთები შემცირდა. კერძოდ, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ გასულ წელს 17.974 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 18.376 ტონა იყო. კლება 2.2%-ს შეადგენს.

პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით კვლება უფრო მეტია და 27%-ს აჭარბებს. 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 24.800 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საქართველოს ბაზარზე Turkish Cargo; Cargolux Airlines; Georgian Airlines ლიდერობენ. ეს უკანასკნელი სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და მისი მეწილე Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილია.