31.მარტი.2016 12:34
საზოგადოება

გასულ წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2,3 პროცენტით შემცირდა

გასულ წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2,3 პროცენტით შემცირდა
2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 59 249 (30 902 ბიჭი და 28 347 გოგო) რაც წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლებია.
 
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,8 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2015 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 40,7 პროცენტიდან 38,8 პროცენტამდე შემცირდა.

2015 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 49 121 შეადგინა.

2015 წლის ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) მიუხედავად წინა წელთან შედარებით 12,3 პროცენტით კლებისა, მაინც მაღალი დონე შეინარჩუნა და 10 128 შეადგინა.

2015 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

2015 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7,5 პროცენტით შემცირდა და 29 157 შეადგინა. 2015 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 112 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა.

23.აპრილი.2019 22:00
279

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
316

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
159

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
378

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
94

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
70

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად