საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახლახან გაიმართა, მაშინ როდესაც აღნიშნული სააგენტო გასული წლის ივლისში შეიქმნა.
ეკონომიკის უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობისა და დარგის ეფექტიანად განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები.
„ჩვენი პრიორიტეტია აქტიურად ვითანამშრომლოთ კურორტების სექტორის თითოეულ წარმომადგენელთან და განვახორციელოთ კომპლექსური ღონისძიებები, რათა ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
ცნობისთვის, სააგენტო პრემიერის ინიციატივითაა შექმნილი და მის ძირითადი მიზნებს შორისაა კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან სხვა ადგილებისა და ობიექტების შესწავლა, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში, როდესაც სააგენტოს ხელმძღვანელად სანდრო ონოფრიშვილი დაინიშნა, მან განაცხადა, რომ განსაკუთრებით აქტიური მუშაობა ბალნეოლოგიური მიმართულებით იქნებოდა, რადგან ქვეყნის 300-მდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. თუმცა, ამ დრომდე ხელშესახები ნაბიჯები კურორტების განვითარების სააგენტოს მხრიდან არ გადადგმულა.
კურორტების განვითარების მიმართულებით, მხოლოდ ის ვიცით, რომ არსებობს პროგრამა 2023-2028, რომლის ფარგლებშიც, უკვე შერჩეულია 10 ტურისტული ლოკაცია, რომელთა რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ცნობილია, რომ აღნიშნული ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის ბიუჯეტში 200 მლნ ლარია გათვალისწინებული, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია. უცნობია, ასევე, რომელ კურორტებზე გაკეთდება აქცენტი და კონკრეტულად რა სახის განახლებაზეა საუბარი. როგორც პრემიერმა გასული წლის ბოლოს დააანონსა, კურორტების განვითარების პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგენას წელს აპირებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს