15.აპრილი .2022 21:27

გასულ წელს ყურძნის მოსავალი შემცირდა - 2021 წლის მემცენარეობის შედეგები

გასულ წელს ყურძნის მოსავალი შემცირდა - 2021 წლის მემცენარეობის შედეგები
views 720
უკან

2021 წელს წარმოებულია 269.2 ათასი ტონა ყურძენი, რაც 15.1%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის მემცენარეობის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს:

• ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.9%-ით აღემატება;
• ქერის წარმოება 28.4%-ით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა;
• სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
• კარტოფილის წარმოებამ 235.1 ათასი ტონა შეადგინა, ზრდა 12.7%-ია.
• გასულ წელს ქვეყანამ 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული აწარმოა, რაც 15.4%-ით წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს ჩამორჩება.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს ქვეყანაში 85.6 ათასი ტონა თესლოვანი ხილი იწარმოა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 16.2%-ით ჩამორჩება. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 57.4 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.4%-ით ნაკლებია), 53.8 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (31.9%-ით მეტი), 23.0 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (3.1%-ით მეტი), 61.5 ათასი ტონა ციტრუსი (8.3%ით მეტია).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.0%-ით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 64.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი 147.8 ათასი ჰექტარი იყო.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 79.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 50.6 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 28.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 11.9 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 11.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა