„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, „ლილო მოლში“ გასულ წელთან შედარებით გაყიდვების მიმართულებით უკეთესი მდგომარეობაა და "ბიზნესი ფეხზე წამოდგა".
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ წამყვანის მიერ ბაზრობის აქტივობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ტესტირების დაფინანსების გაუქმება ბიზნესსუბიექტებს ტვირთად დააწვებათ.
გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ დღეისთვის „ლილო მოლში“ 7 000-მდე დასაქმებულია.
„გაცილებით უკეთესად ვართ დღეს, იმასთან შედარებით, რაც გასულ წელს იყო. ფეხზე წამოდგომა, ვალების გადახდა დავიწყეთ, ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდი პერიოდი გაგრძელდეს, რათა ადამიანები ფეხზე დადგნენ, ბიზნესს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს - ძალიან გაძვირდა ტრანსპორტირება და სხვა საკითხები და კიდევ დამატებითი ხარჯები ბიზნესს ტვირთად დააწვება.
ვიმედოვნებთ, რომ დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის ვადები კიდევ გადაიხედება. მოგეხსენებათ, აღნიშნული დაფინანსების მოხსნა იანვარში იგეგმება. ეს ის პერიოდია, როდესაც ვაჭრობა კვდება და გვიან გაზაფხულამდე მეწარმეებს თავი გააქვთ და მხოლოდ ხარჯების ნაწილი რჩება. გაზაფხულიდან უკეთესი სიტუაცია იქნება, რადგან ეს მაინც პოსტპანდემიური შეზღუდვების პერიოდია და ნებისმიერი ცვლილება ბიზნესს ძალიან ცუდად აწვება, შეიძლება ეს გარედან კარგად არ ჩანდეს“, - თქვა „ლილო მოლის“ დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი