წყალტუბოში მოქმედი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“, რომელიც მომხმარებელს მწვანილსა თუ სხვა პროდუქციას შეფუთული სახით სთავაზობს, მიმდინარე წელს გაყიდვების 40%-იან ზრდას ელის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ BM.GE-სთან წლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიამ შეფუთულ, უსაფრთხო პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა, შესაბამისად, კომპანია წლიდან წლამდე იზრდება.
"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წლიურად გაყიდვებს ვაორმაგებთ, ცხადია, ეს წელი ცუდი არ იყო, რადგან წინა წელთან შედარებით 40%-იან ზრდას ველით. პანდემიას უარყოფითი გავლენა ჩვენს საქმიანობაზე არ მოუხდენია, პირიქით, რიგ შემთხვევაში გაყიდვები გაგვეზარდა, რამდენადაც შეფუთული პროდუქტი დაფასდა. ბაზარზე ერთგვარი სტანდარტი დავამკვიდრეთ. ქართველი მომხმარებელი ჩვენთვის უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე ევროპული“, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე.
მისი თქმით, წლის ინფლაციურმა პროცესებმა მათ პროდუქტზე მცირედი გავლენა იქონია.
„წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასები მხოლოდ ერთხელ 10%-ით გაიზარდა, რაც კომუნალური გადასახადის და საწვავის გაძვირების გამო მოხდა. ეს ცვლილება მომხმარებელს არც უგრძნია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის: „ჰერბიამ“ 2.5 მლნ ლარის ინვესტირებით წარმოება გააფართოვა და 1 000 კვ.მ-ზე ახალი პროდუქტების დამამუშავებელ-შემფუთველი საწარმო და ასევე მიტანის სერვისი აამოქმედა. შედეგად „ჰერბიამ“ პარტნიორ ფერმერებთან თანამშრომლობით პროდუქციის ასორტიმენტი 20-მდე დასახელების პროდუქტით გაზარდა და მომხმარებელს ხორცპროდუქტები, თევზი, თაფლი, ნიგოზი და ლობიო შესთავაზა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ