მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (25 – 30 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

617e92595fc5b
BM.GE
31.10.21 17:52
975
1. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
2. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა
3. რა მოგება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 8 თვეში
4. რამდენჯერ გაიზარდა კომერციული ბანკების აქტივები 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით
5. ეკონომიკის სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის მსოფლიო სამიტზე მიიღო მონაწილეობა
6. საქართველოს უძრავი ქონების სტატისტიკა
7. კომპანია ENKA საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება, საქართველოს მთავრობა კი ინვესტორის გასვლის საკითხებზე მუშაობს
8. ეკოლოგიური კატასტროფის აცილების მიზნით "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" Frontera-ს კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან ნავთობი გადააქვს
9. IDFI-ს კვლევის მიხედვით 2022 წელს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება
10. 2021 წლის 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 8%-ით შემცირდა



1. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.3%-ია. დარგების მიხედვით კლება მხოლოდ მშენებლობის დარგში დაფიქსირდა. 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკა 0,7%-ით შემცირდა, შესაბამისად 2019 წელთან შედარებით 2021 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდა 6,2%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EoEVqH; https://bit.ly/3vTv21b;


2. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა

27 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად მიიღო და აღნიშნული გადაწყვეტილებით მოლოდინი აქვს რომ 2022 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონე შემცირდება და მიზნობრივ 3%-ს დაუახლოვდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XZKMTQ


3. რა მოგება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 8 თვეში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით მიმდინარე წლის 8 თვეში ,,ეროვნული ბანკის 2020 წლის გასანაწილებელმა საოპერაციო მოგებამ, ჯამში, 359.138 მლნ ლარი შეადგინა.’’ ეროვნული ბანკის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს, შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს დივიდენდის სახით 140 მლნ ლარი გადაურიცხა და ამით 9 თვის გეგმის 99.8% შეასრულა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Y6GASk


4. რამდენჯერ გაიზარდა კომერციული ბანკების აქტივები 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით

როვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი ოქტომბრისათვის, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის აქტივები სულ 58.57 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის საპროგნოზო მშპ-ის 100.2%-ია. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი კი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს (მთლიანი აქტივების 12,43%). აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 41 მილიარდი ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nJAJLn; https://bit.ly/3pTOdHk; https://bit.ly/3jS5gFO


5. ეკონომიკის სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის მსოფლიო სამიტზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 26-27 ოქტომბერს ბარსელონაში ტურიზმის მსოფლიო სამიტზე სახელწოდებით Future of Tourism World Summit მიიღეს მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის მინისტერიალი გაიმართა, სადაც ასევე გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/317ms3q


6. საქართველოს უძრავი ქონების სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით იანვარ-სექტემბერში საქართველოში 7 425 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია. 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5%-ით შემცირდა, წლიურმა ზრდამ კი 8.9% შეადგინა. კვლევაში ასევე მოცემულია, დასრულებული ბინების 1 კვ.მ.-ის მედიანური ფასი და ასევე საშუალო ფასი თბილისის უბნების მიხედვით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mrQUxo; https://bit.ly/315mPeP; https://bit.ly/3nJjR7x; https://bit.ly/2ZyQA76


7. კომპანია ,,ENKA’’ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება, საქართველოს მთავრობა კი ინვესტორის გასვლის საკითხებზე მუშაობს

კომპანია ENKA საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება, კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით “ნამახვანჰესის” პროექტში 98.1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის პროექტი დიდი ალბათობით აღარ განხორციელდება და მთავრობა ინვესტორის გასვლის საკითხებზე მუშაობს.

ვრცლად თემა: https://bit.ly/3EsC0gC


8. ეკოლოგიური კატასტროფის აცილების მიზნით "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" Frontera-ს კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან ნავთობი გადააქვს

სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო"-მ ნავთობის დაღვრის რისკის გამო Frontera-ს კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყო, რისი მიზეზიც სააგენტოს უფროსის გიორგი ტატიშვილის განცხადებით გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილება იყო. რეზერვუარებში დაგროვილი ნავთობის მოცულობა 10 000 ბარელს შეადგენს.

ვრცლად თემა: https://bit.ly/3CukbwV


9. IDFI-ს კვლევის მიხედვით 2022 წელს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ ანგარიშში მოცემული სტატისტიკის მიხედვით, საჯარო სექტორში 300 000-მდე დასაქმებულია. საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები 2022 წელს წინა წელთან შედარებით 17.1 მილიონი ლარითი ზრდება, ხოლო შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია მოსალოდნელი. ამასთან, ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

ვრცლად თემა: https://bit.ly/3pTghKL

10. 2021 წლის 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 8%-ით შემცირდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა და 12 737.493 ტონა შეადგინა. თავის მხრივ პანდემიის პერიოდშიც დაფიქსირებული იყო კლება, ხოლო საბაზისო პერიოდად თუ 2019 წელს ავიღებთ, მაშინ აღნიშნული მაჩვენებელი 31%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით Turkish Airways ლიდერობს.

ვრცლად თემა: https://bit.ly/3vZ3Wp