მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

61507de49097d
ირაკლი მაკალათია
26.09.21 17:58
1831
გთავაზობთ გასული კვირის (20 – 25 სექტემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება
2. ვაქცინების შესაძენად მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) სესხს იღებს
3. 2021 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა
4. TBC Capital-ის ახალი მაკროსექტორული ანგარიში
5. როგორ აფასებს IMF საქართველოში უმუშევრობის დონეს
6. მეოთხე კატეგორიის კომპანიები ფინანსური ანგარიშის წარდგენის 1 წლით გადავადებას ითხოვენ
7. რა შედეგები აქვს საქართველოს Freedom House-ის მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში
8. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s ანგარიშის მიმოხილვა
9. საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია
10. როგორ შეიცვალა 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში


1. ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება

პირობების დარღვევსა და ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნის გამო, ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, შედეგად 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ნამახვანჰესი”-ს ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. როგორც ცნობილი ხდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ პროექტიდან გასვლის წინასწარ მიიღო შეტყობინება, რომ ის ერთ თვეში ხელშეკრულების მოშლას გეგმავდა.

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტა ერთის მხრივ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და საინვესტიციო გარემოზე იმოქმედებს უარყოფითად, ხოლო მეორეს მხრივ გადასახდელი იქნება ის სანქციები, რაც საქართველოს მხარეს დაეკისრება. ვინაიდან მთავრობამ ვერ უზრუნველყო პროექტის განხორციელება, შესაბამისად პროექტში ჩადებული ინვესტიცია და მიუღებელ შემოსავლის კომპენსირება საქართველოს მთავრობას მოუწევს, ამიტომ გასაცემი თანხა დაახლოებით 800 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ERQjwc ; https://bit.ly/3kDgqil ; https://bit.ly/3kGxOmg 

2. ვაქცინების შესაძენად მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) სესხს იღებსვაქცინების შესაძენად მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) სესხს იღებს

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ $47,784,000 დოლარის ღირებულების სხვადასხვა ვაქცინები შეიძინა, დამატებით ვაქცინების შესაძენად მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% ერთხელ მაინც არის აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%. აცრის წამახალისებელ მთავრობის ლატარიის გათამაშებაში სულ 1 617 ადამიანია გამარჯვებული და ჯამში 240 400 ლარის პრიზია გაცემული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kIbOr6 ; https://bit.ly/3o8DPuo ; https://bit.ly/3zIWaA2  https://bit.ly/2Zn1xZi 

3. 2021 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით გაიზარდა, მიუხედავად ამისა, 2019 წელთან შედარებით 75%-ით ნაკლებია. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი ტურიზმიდან ქვეყანაში ჯამში 704 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა (39 909 ვიზიტორი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39yhM7Q 

4. TBC Capital-ის ახალი მაკროსექტორული ანგარიში

TBC Capital-ის მაკროსექტორული ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობა, 2021 წელს ეკონომიკის აღდგენის ტემპით 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს, შედეგად კვლევის ავტორები ეკონომიკის 10%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისას კი ირკვევა, რომ უძრავი ქონების ტრანზაქციები 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 1.2%-ით არის გაზრდილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39T5yqF ; https://bit.ly/3ESJjiJ ; https://bit.ly/3EUN2fy 

5. როგორ აფასებს IMF საქართველოში უმუშევრობის დონეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ეკონომიკის მიმოხილვაში საქართველოში მაღალი უმუშევრობის დონე კრიტიკულად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 22,1% შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XRHcev 

6. მეოთხე კატეგორიის კომპანიები ფინანსური ანგარიშის წარდგენის 1 წლით გადავადებას ითხოვენ

1 ოქტომბრამდე ყველა კატეგორიის სუბიექტი ვალდებულია ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის” სამსახურში წარადგინოს 2020 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები, თუმცა manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიციის მიხედვით კომპანიების ნაწილი აღნიშნული ვალდებულების 1 წლით გადავადებას ითხოვს დ მიზეზად პანდემიის მიერ შექმნილ რთული ვითარებას ასახელებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3i8cgNS 

7. რა შედეგები აქვს საქართველოს Freedom House-ის მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში, რომელიც ქვეყნებში ციფრული ცენზურისგან თავისუფლების დონეს ზომავს, საქართველოს ქულა 77-ს შეადგენს და ამ შედეგით, რეგიონში პირველობას იკავებს. კვლევის ანგარიშში აღნიშნულ დადებით შედეგთან ერთად უკანასკნელ წლებში საქართველოს მდგომარეობა სტაგნაციურად არის შეფასებული, ხოლო სამართლებრივი სისტემა კი პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zOkpx6 

8. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s ანგარიში

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s ანგარიშის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა. სააგენტოს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7,3% არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ინფლაციას, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, ინფლაციის დონე სამიზნე 3%-მდე შემცირდება, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZqohYp ; https://bit.ly/2XLTPHB ; https://bit.ly/3EQdZ47 ; https://bit.ly/3zH7eO4 


9. საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია შემოვიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში’’ მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა. კომპანიას, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ბიზნეს სერვისების მომსახურებას უწევს სხვა და სხვა სექტორის წარმომადგენელ ბრენდებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zInyhC 

10. როგორ შეიცვალა 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში

2021 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 40.1%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებლებში კი რუსეთი ლიდერობს, საიდანაც იანვარ-აგვისტოში იმპორტი 171.5%-ით გაიზარდა. აქვე ცნობილი ხდება, რომ აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხს გამოუყოფს, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის და ელექტროგადამცემი კომპანიის კორპორატიული განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kFoUWb ; https://bit.ly/3i7sk2m ; https://bit.ly/3CIQVm0