ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3PeYWX5;
https://bit.ly/3kKtphB;
https://bit.ly/3kIHex3;
2. საქართველომ ევროკავშირის კითხვარის II ნაწილი შეავსოსაგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი მოამზადა და ევროკომისიას 10 მაისს გაუგზავნის. კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავს აერთიანებს და 2300-მდე კითხვას მოიცავს.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3MUozKE 3. მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და TBC Capital-ის ეკონომიკური მოვლენების სცენარიმთავრობა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად 3.2%-ზე ტოვებს, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პროგნოზს 3-4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. მთავარი ეკონომისტის შეფასება გამოაქვეყნა თიბისი კაპიტალმა, სადაც 2022 წლის ეკონომიკის ზრდა 5.5%-ზე პროგნოზირებული, ამასთან, ანგარიშში წერია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები - საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიამრთულებით, საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით ვითარდება.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3N3Ak1z ;
https://bit.ly/3wclfnl 4. EU-ს მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტი და ომის დროს საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიებიევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რაც მოიცავს: რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას; ბუჩაში ჩადენილი სასტიკი სამხედრო დანაშაულებისთვის სანქციების დაწესებას შეიარაღებული ძალების ოფიცრებისთვის; SWIFT-დან სამი რუსული ბანკის, მათ შორის, უმსხვილესი - Sberbank-ის გარიცხვას და ვროკავშირის სატელევიზიო სიხშირიდან სამი მსხვილი რუსული სატელევიზიო არხის მოხსნას. PMC კვლევითი ცენტრის შეფასებით რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში, 10 000-ზე მეტი სანქცია დაწესდა.
ომისა და რუსეთზე დაწესებული სანქციების პარალელურად, საქსტატის მონაცემებით, მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, აქედან რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით - 147 კომპანია, მთლიანად პირველ კვარტალში კი 191 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3P3oSVf ;
https://bit.ly/3yrT1bb ;
https://bit.ly/3MXQc5r ;
https://bit.ly/3kQKKW7 5. როგორ გადაწყდება ,,ბორჯომი''-ს კომპანიიდან განთავისუფლებულთა საკითხი"ბორჯომის" ორივე ქარხანაში 685 ადამიანია დასაქმებული, რეორგანიზაციის შედეგად კი "აი დი ეს ბორჯომმა" 49 ადამიანი გაათავისუფლა, გათავისუფლებულებიდან უმეტესობა დაბალ პოზიციაზეა დასაქმებული. დასაქმებულთა უფლებებს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირი დაიცავს. გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობა გასულ წელს კომპანიაში გაფიცვას ხელმძღვანელობდა, რის გამოც ეჭვი გაჩნდა, რომ გათავისუფლება სადამსჯელო ღონისძიებაა. თუ 21 დღის შემდეგ პრობლემები არ მოგვარდა თანამშრომლები კანონიერი გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას რითაც დაეხმარებოდა როგორც ქართულ „ბორჯომს“, ისე იქ დასაქმებულების ინტერესებს, ჯერ-ჯერობით ვერ სრულდება.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3N2MqId ;
https://bit.ly/3skQNq4 ;
https://bit.ly/3KNEqJD ;
https://bit.ly/3P2qQFx 6. აპრილის ტურიზმის სტატისტიკააპრილში საქართველოში 214,644 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 160%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის დონის 39%-ზეა აღდგენილი. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა (მთლიან ვიზიტორებში 16,8%), ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა რუსეთიდან იყო, საიდანაც წინა წელთან შედარებით 294%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ჯამში კი 33,556 მოქალაქე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ PMCG-ის მიმოხილვით მარტში რუსი და ბელარუსი ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 63 მლნ დოლარს გადააჭარბა.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/38ZzB2n ;
https://bit.ly/3yhN4gC 7. სად ინახება და რამდენია საქართველოს სავალუტო რეზერვებიეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.03 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული (4.6 მილიარდი ლარი), ხოლო 38 მილიონი ლარი კანადის მთავრობის ობლიგაციებშია ინვესტირებული.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3LXfWif ;
8. პენსიების უზრუნველყოფით სულ გაცემულია 341.7 მილიონი ლარის “საპენსიო სესხი”“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პენსიონერებსა და სოცდაუცველებს, პენსიების უზრუნველყოფით სულ 341.7 მილიონი ლარის “საპენსიო სესხები” აქვთ აღებული. საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა კი 923 ლარს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო გასაცემლების დარიგებაზე სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება, ამ დროისთვის კი ტენდერში მონაწილეობის ინტერესს "ლიბერთი" და "საქართველოს ბანკი" გამოხატავენ.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3FkPDA0 ;
https://bit.ly/37n0bSJ საუკეთესო საპენსიო სისტემის რეიტინგი ქვეყნების მიხედვით
https://bit.ly/39Ma65n ;
9. ბილაინის 100%-ს ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს,,VEON Georgia Holding B.V’’ მის საკუთრებაში არსებული ბილაინის 100%-ს ქართველ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიყიდის, გარიგებას მხარი კომუნიკაციების კომისიამაც დაუჭირა. თუ, რამდენად უკავშირდება კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება რუსულ კომპანიებზე დაწესებულ სანქციებს, ამის შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ გაყიდვა სანქციებამდეც აქტიურად განიხილებოდა.
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3MQj3IM ;
https://bit.ly/3vQ6nfC 10. საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი და მისი გავლენა საქართველოს ადგილობრივ ბაზარზეევროკავშირის ემბარგოს მოლოდინში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასები იზრდება, ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა, ნავთობის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება OPEC-ის მიერ ნედლი ნავთობის მიწოდების მოცულობაზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნავთობიმპორტიორებმა უკვე შეისყიდეს გაიაფებული საწვავი, რაც ადგილობრივი ბაზრის ფასებზე არ ასახულა, ამიტომ კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე დააკვირდება და ანგარიშის წარდგენა 15 მაისამდე დაავალა. ასევე, კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ნავთობიმპორტიორებს შორის ფასებზე რაიმე სახის "მოლაპარაკება".
ვრცლად თემაზე:
https://bit.ly/3MPH7M6 ;
https://bit.ly/3ymJ12Q ;
https://bit.ly/38dxmbU