მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

6326fef2aa2e4
ირაკლი მაკალათია
18.09.22 15:02
1949
გთავაზობთ გასული კვირის (12 – 17 სექტემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1) 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 541.3 ლარამდე გაიზარდა
2) EBRD-ის პრეზიდენტის სტუმრობა BMG-ში და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შეფასება
3) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა
4) მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს
5) 2022 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა
6) NDI-ს კვლევის შედეგები - როგორ აფასებს გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკურ განვითარებას
7) 2022 წლის აგვისტოს ფულადი გზავნილების სტატისტიკა
8) მთავრობა ,,გამარტივებული შესყიდვებს'' სახელს უცვლის და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა
9) გენერალური აუდიტორის პოსტზე მმართველმა პარტიამ ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა
10) როგორ მიმდინარეობს სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და რამდენი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა ამ პროგრამაზე

1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 541.3 ლარამდე გაიზარდა

2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში დაფიქსირდა (3 108.8 ლარი), რაც შეეხება გენდერულ ჭრილში შეფასებას, ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dkXxjo ; https://bit.ly/3qJXSzp 

2. EBRD-ის პრეზიდენტის სტუმრობა BMG-ში და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შეფასება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა. საქმიან განრიგში "ბიზნეს მედია საქართველოში (BMG) სტუმრობაც შევიდა. BMGtv-ის ვიზიტის მიზანი იყო: ბიზნესტელევიზიის გუნდის წევრების გაცნობა, ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ისაკაძესთან და საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების განხილვა. ოდილ რენო-ბასოს განცხადებით EBRD - მა საქართველოში 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BM45RB ; https://bit.ly/3LkHcb7 ; https://bit.ly/3R7uDRT 

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა

14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა. სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებულ დონეზე დატოვება, ქვეყანაში მაღალი ინფლაციური რისკების არსებობას უკავშირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DPrzXB 

4. მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს

2022 წლის ბიუჯეტში დაკორექტირდება ხარჯვითი ნაწილი და ის 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. 711 მილიონი ლარით მცირდება ახალი საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი და ის 2.34 მილიარდი ლარი იქნება, ბიუჯეტის კორექტირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული, შემცირებული ვალის მოცულობაა. 2022 წლის ბიუჯეტი 1 აშშ დოლართან მიმართებით 3.11 ლარის კურსზე იყო დათვლილი, ხოლო ახალი პროექტით კი 2.85 კურსშია დათვლილი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dqPuld ; https://bit.ly/3Sg24ST ;

5. 2022 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოში 2022 წლის აგვისტოში 912 041 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 77.4%-ით არის აღდგენილი. ამ პერიოდში კი ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა (213 261 ვიზიტორი). რაც შეეხება მიღებულ შემოსავლებს, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ჯამში მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2022 წლის აგვისტოში 133 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, მეორე ადგილზე საუდის არაბეთია (54.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 47 მლნ აშშ დოლარით მესამე ადგილზეა თურქეთი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xwGUbp ; https://bit.ly/3DyYFdN ; https://bit.ly/3xtfXoP 

6. NDI-ს კვლევის შედეგები - როგორ აფასებს გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკურ განვითარებას

NDI და CRRC-საქართველომ 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რომლის ეკონომოკური ნაწილის შედეგები ასეთია: მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 38% თვლის, რომ საშუალოა, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია. აღნიშნულზე მიუთითებს კიდევ ერთი კითხვის შედეგი, კერძოდ კი, გამოკითხულთა ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ წლის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. ამ პერიოდში მედიკამენტების ფასი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა და დასახელებულ ჩამონათვალში მთავარ პრობლემად, სწორედ მედიკამენტების ფასს ასახელებენ.
მოსახლეობის მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს შეასრულებს. ამასთან, 56%-ის აზრით, საქართველოს მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არასაკმარისი გააკეთა, ხოლო 32% აცხადებს, რომ კანდიდატობის სტატუსისთვის ყველაფერი გაკეთდა. რაც შეეხება რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობას, გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, 28% ამბობს, რომ საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს, როგორც არის, 30% ამბობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BpuByJ ; https://bit.ly/3xBjtO7 ; https://bit.ly/3xzXabD ; https://bit.ly/3SfKMWj 

7. 2022 წლის აგვისტოს ფულადი გზავნილების სტატისტიკა

2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 63.1%-ით გაიზარდა და 334.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთი (111 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეორე-მესამე ადგილებს იტალია (36.6 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (29.0 მლნ აშშ დოლარი) იკავებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SaWh0X 

8. მთავრობა ,,გამარტივებული შესყიდვებს'' სახელს უცვლის და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა

პარლამენტში სახელმწიფო შესყიდვების კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, ქართული კანონმდებლობის EU-ს ნორმებთან დაახლოების მიზნით, ,,გამარტივებული შესყიდვების’’ პროცედურას, რომელსაც საჩქარო, თუ მიმდინარე პროექტების გახორციელებისთვის იყენებს, სახელი ეცვლება და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა. ასევე, ცვლილებები შევა შესყიდვების გამოცხადებისა და არგუმენტირების წესებში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QMqsL3

9. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და გენერალური აუდიტორის პოსტებზე ცვლილებებია

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 3 ივლისს აჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაარსდა, რომლის ფუნქციაა ქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დეპოზიტების დაზღვევა. მიმდინარე კვირაში კი, სააგენტოს უფროსად ლევან თოდუა დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთარ ძიძიკაშვილი შეცვალა.

ცვლილებებია გენერალური აუდიტორის პოსტზეც. მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს 20 სექტემბერს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება, მის ნაცვლად კი, პარლამენტს, დასამტკიცებლად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RS2sYb ; https://bit.ly/3eZc4BU 

10. როგორ მიმდინარეობს სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და რამდენი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა ამ პროგრამაზე

სოცდაუცველების დასაქმების სამთავრობო პროგრამა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, რომლის პირველ ეტაპზე, 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა პროგრამაში ჩართვის სურვილი და საიდანაც 22 ათასი მოქალაქე დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოებში. 2022 წლის შეცვლილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, პროგრამისთვის 40 მლნ ლარი გამოიყო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3UiOOyU 

2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 541.3 ლარამდე გაიზარდა
EBRD-ის პრეზიდენტის სტუმრობა BMG-ში და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შეფასება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა
მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს
2022 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა
NDI-ს კვლევის შედეგები - როგორ აფასებს გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკურ განვითარებას
2022 წლის აგვისტოს ფულადი გზავნილების სტატისტიკა
მთავრობა ,,გამარტივებული შესყიდვებს'' სახელს უცვლის და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და გენერალური აუდიტორის პოსტებზე ცვლილებებია
როგორ მიმდინარეობს სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და რამდენი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა ამ პროგრამაზე

1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 541.3 ლარამდე გაიზარდა
2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში დაფიქსირდა (3 108.8 ლარი), რაც შეეხება გენდერულ ჭრილში შეფასებას, ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dkXxjo; https://bit.ly/3qJXSzp

2. EBRD-ის პრეზიდენტის სტუმრობა BMG-ში და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შეფასება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა. საქმიან განრიგში "ბიზნეს მედია საქართველოში (BMG) სტუმრობაც შევიდა. BMGtv-ის ვიზიტის მიზანი იყო: ბიზნესტელევიზიის გუნდის წევრების გაცნობა, ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ისაკაძესთან და საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების განხილვა. ოდილ რენო-ბასოს განცხადებით EBRD - მა საქართველოში 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BM45RB; https://bit.ly/3LkHcb7; https://bit.ly/3R7uDRT

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა
14 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა. სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებულ დონეზე დატოვება, ქვეყანაში მაღალი ინფლაციური რისკების არსებობას უკავშირდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DPrzXB

4. მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს
2022 წლის ბიუჯეტში დაკორექტირდება ხარჯვითი ნაწილი და ის 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. 711 მილიონი ლარით მცირდება ახალი საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი და ის 2.34 მილიარდი ლარი იქნება, ბიუჯეტის კორექტირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული, შემცირებული ვალის მოცულობაა. 2022 წლის ბიუჯეტი 1 აშშ დოლართან მიმართებით 3.11 ლარის კურსზე იყო დათვლილი, ხოლო ახალი პროექტით კი 2.85 კურსშია დათვლილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dqPuld; https://bit.ly/3Sg24ST;

5. 2022 წლის აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა
საქართველოში 2022 წლის აგვისტოში 912 041 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 77.4%-ით არის აღდგენილი. ამ პერიოდში კი ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა (213 261 ვიზიტორი). რაც შეეხება მიღებულ შემოსავლებს, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ჯამში მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2022 წლის აგვისტოში 133 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, მეორე ადგილზე საუდის არაბეთია (54.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 47 მლნ აშშ დოლარით მესამე ადგილზეა თურქეთი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xwGUbp; https://bit.ly/3DyYFdN; https://bit.ly/3xtfXoP

6. NDI-ს კვლევის შედეგები - როგორ აფასებს გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკურ განვითარებას
NDI და CRRC-საქართველომ 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რომლის ეკონომოკური ნაწილის შედეგები ასეთია: მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 38% თვლის, რომ საშუალოა, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია. აღნიშნულზე მიუთითებს კიდევ ერთი კითხვის შედეგი, კერძოდ კი, გამოკითხულთა ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ წლის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. ამ პერიოდში მედიკამენტების ფასი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა და დასახელებულ ჩამონათვალში მთავარ პრობლემად, სწორედ მედიკამენტების ფასს ასახელებენ.
მოსახლეობის მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს შეასრულებს. ამასთან, 56%-ის აზრით, საქართველოს მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არასაკმარისი გააკეთა, ხოლო 32% აცხადებს, რომ კანდიდატობის სტატუსისთვის ყველაფერი გაკეთდა. რაც შეეხება რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობას, გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, 28% ამბობს, რომ საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს, როგორც არის, 30% ამბობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BpuByJ; https://bit.ly/3xBjtO7; https://bit.ly/3xzXabD; https://bit.ly/3SfKMWj

7. 2022 წლის აგვისტოს ფულადი გზავნილების სტატისტიკა
2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 63.1%-ით გაიზარდა და 334.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთი (111 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეორე-მესამე ადგილებს იტალია (36.6 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (29.0 მლნ აშშ დოლარი) იკავებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SaWh0X

8. მთავრობა ,,გამარტივებული შესყიდვებს'' სახელს უცვლის და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა
პარლამენტში სახელმწიფო შესყიდვების კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, ქართული კანონმდებლობის EU-ს ნორმებთან დაახლოების მიზნით, ,,გამარტივებული შესყიდვების’’ პროცედურას, რომელსაც საჩქარო, თუ მიმდინარე პროექტების გახორციელებისთვის იყენებს, სახელი ეცვლება და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” დაერქმევა. ასევე, ცვლილებები შევა შესყიდვების გამოცხადებისა და არგუმენტირების წესებში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QMqsL3

9. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და გენერალური აუდიტორის პოსტებზე ცვლილებებია
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 3 ივლისს აჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაარსდა, რომლის ფუნქციაა ქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დეპოზიტების დაზღვევა. მიმდინარე კვირაში კი, სააგენტოს უფროსად ლევან თოდუა დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთარ ძიძიკაშვილი შეცვალა.
ცვლილებებია გენერალური აუდიტორის პოსტზეც. მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს 20 სექტემბერს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება, მის ნაცვლად კი, პარლამენტს, დასამტკიცებლად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RS2sYb; https://bit.ly/3eZc4BU