მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

6339c0061dbb7
ირაკლი მაკალათია
02.10.22 20:38
2181
გთავაზობთ გასული კვირის (26 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1) 2022 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა
2) 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
3) აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას
4) 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.2%-მდე შემცირდა
პარლამენტი შესყიდვების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს, საერთაშორისო გამჭვირვალობა კი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების შეფასებას აქვეყნებს
5) რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ
6) მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო
7) ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით 64 მილიონი აშშ დოლარი იყიდა
8) სექტემბერი საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 670 041 ადამიანამდე შემცირდა
9) საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 77 მილიონად "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა

1. 2022 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აქვეყნებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომლის პროგნოზითაც, 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი 5%-ით. ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობასაც, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით 2023 წელს საქართველოს მშპ 5%-ით გაიზრდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fB3sSj; https://bit.ly/3M2e3C0; https://bit.ly/3LWl7Qx

2. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში 24.3 მლრდ ლარი იქნება. გადასახადებიდან კი 15.9 მილიარდი ლარის მობილიზება მოხდება. პროექტის მიხედვით გაიზრდება მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯები, კერძოდ; საპენსიო უზრუნველყოფა და მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება. სამინისტროების მიხედვით, ბიუჯეტი გაეზრდება: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3e2MlrV; https://bit.ly/3y8Jdla

3. აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

აზიის განვითარების ბანკის რეკომენდაციით საქართველოს მთავრობამ ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რაც უკავშირდება ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლით გამოწვეულ ინფლაციურ წნეხს, ასევე მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fCCbi7 ; https://bit.ly/3dZPVTU 

4. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.2%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახდელო ბალანსის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული მაჩვენებელი 10.6% იყო. საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება კი გამოიწვია: ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მოცულობების მატებამ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RxuSpg 

5. პარლამენტი შესყიდვების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს, საერთაშორისო გამჭვირვალობა კი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების შეფასებას აქვეყნებს

პარლამენტში განიხილება შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტი, რაც გულისხმობს მთელ რიგ პროცედურულ ცვლილებებს, ასევე, ცვლილებები შეეხება გამარტივებულ შესყიდვების წესებსაც, რომელსაც სახელი ეცვლება და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” ეწოდება. კანონის მიღებამდე კი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 18 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს კვლავ არ აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს კორუფციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rqrEtk ; https://bit.ly/3SOiFO9 

6. რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 46 734 მოქალაქე შემოვიდა. აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური შეფასებით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა სომხეთსა და საქართველოში ერთის მხრივ პოზიტიურად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მას ერთჯერადი ეფექტი აქვს, ხოლო ნეგატიურ ასპექტად განხილული აქვთ ინფლაციური წნეხი, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია საცხოვრებლის, ქირისა და სერვისების ფასების ზრდასთან.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fCMNhf ; https://bit.ly/3fBgbV5 

7. მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

ეროვნული ბანკის მონაცემებით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5-წლიანი ვადიანობის 90 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მიმდინარე წელს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და ვალდებულებების გამოშვებით შიდა ვალის 1.3 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SOqDXz

8. ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში Bmatch პლატფორმით 63.5 მილიონი აშშ დოლარი იყიდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში სებ-მა Bmatch-ის მეშვეობით 63.5 მილიონი აშშ დოლარი იყიდა, ივლისის თვეში კი - 109.5 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება სავალუტო აუქციონების გზით, სებ-მა აგვისტოში 80.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 80 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3SwAKAC 

9. სექტემბერი საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 670 041 ადამიანამდე შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 670 041-დან 660 833-მდე შემცირდა. მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით 17.7% შეადგინა. პანდემიის პერიოდში ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რამაც რეკორდულად გაზარდა შემწეობის მიმღებთა ოდენობა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საარსებო შემწეობას ათასობით მოქალაქეებს ერთდროულად ვერ მოუხსნიან, ხოლო ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Co6qCq ; https://bit.ly/3BU3fRq ; https://bit.ly/3fBlzHN 

10. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 77 მილიონად "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორია, რომელიც 33,209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისგან შედგება და რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული, აუქციონის გზით "ვისოლ ჯგუფმა" 77 მლნ ლარად იყიდა, სადაც მათი განმარტებით მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dWstqs ; https://bit.ly/3SHp1yY ; https://bit.ly/3ro7909