მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6072e6c0aa372
ირაკლი მაკალათია
11.04.21 17:00
1029
გთავაზობთ გასული კვირის (5–10 აპრილი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა
2. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
3. მთავრობის შიდა ვალის სტატისტიკა და 500-მილიონიანი საგარეო ვალი, რომელიც 12 აპრილს უნდა დაფაროს
4. საქართველოს მთავრობამ "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა, როდის იქნება მზად მთავრობის 10-წლიანი სტრატეგია
5. მთავრობის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები
6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა
7. გაზრდილი იპოთეკების სესხების მოცულობა და რას გულისხმობ მთავრობის სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა
8. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
9. IRI-ს კვლევის ეკონომიკური შეფასება
10. დაპირისპირება კომუნიკაციების კომისიასა და ტელეკომპანიებს შორის

1. 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოცხადდა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს. ამ ეტაპზე უცნობია ის გამონაკლისი სფეროები, რომელთაც დასვენების დღეებში საქმიანობა არ შეეზღუდებათ. პირველი ლოქდაუნისა და მძიმე ეკონომიკური შედეგების შემდეგ, მეორე ლოქდაუნს სახელი ფორმალურად შეეცვალა, შემოდგომაზე დაწესებული ,,წერტილოვანი შეზღუდვები’’ იმავე შინაარსის იყო როგორიც პირველი ლოქდაუნი. ორნიშნა ეკონომიკური კლების, მკვეთრად გაზრდილი უმუშევრობისა და მძიმე სოციალური შედეგების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ რა სახელს დავარქმევთ მას, მთავრობა მესამე ლოქდაუნს, მცირე პერიოდით, მაგრამ მაინც ლოქდაუნს გეგმავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3s5nHb5 ; https://bit.ly/3dTz7cV ; https://bit.ly/3mA2ftG 

2. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
IMF 2021 წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 3.5%-მდე ამცირებს, ხოლო 2022 წელს 5.8%-იან ეკონომიკური ზრდას პროგნოზირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდა. აღნიშნულის ფონზე ოპტიმისტურ სცენარს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში პროგნოზირებულ 4.3%-იანი ეკონომიკურ ზრდას არ ცვლის. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3d6zPEQ 

3. მთავრობის შიდა ვალის სტატისტიკა და 500 მილიონიანი საგარეო ვალი, რომელიც 12 აპრილს უნდა დაფაროს
მთავრობას აღებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ვადა ეწურება, 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა 12 აპრილს უნდა დაფაროს. ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ, კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ობლიგაციების მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, ბანკების მხრიდან 91 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდის ყიდვაზე იყო მოთხოვნა, მაგრამ მთავრობამ 35 მლნ ლარის ობლიგაციების გაყიდვით, შიდა ვალი აიღო. ცხადია, შიდა ვალის აღების შემდეგ კომერციულ ბანკებში მოთხოვნა ჩნდება ლარზე, რაც შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის ზრდაზე აისახება. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3d5hrMu ; https://bit.ly/3g2vkg3 ; https://bit.ly/3mzRxnc 

4. საქართველოს მთავრობამ "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა, როდის იქნება მზად მთავრობის 10-წლიანი სტრატეგია
მთავრობამ, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა. საბჭოს მიზანი იქნება არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარუდგინოს.

საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მრავალი სამთავრობო დოკუმენტი შექმნილა, რომლებზედაც დიდძალი თანხები იხარჯებოდა, თუმცა მათ პრაქტიკაში დანერგვა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდაში რეალიზება დღემდე არ მომხდარა. მსგავსი დოკუმენტები უფრო საიმიჯო როლს ასრულებს, ვიდრე ქმედით ღონისძიებებს. მთავრობის რეალური ეკონომიკური გამოწვევა, მის ბალანსზე გაჩერებული უზრმაზარი ეკონომიკური აქტივების (სასოფლო და ურბანული მიწები, სასარგებლო წიაღისეული, შენობები და სხვ.) ჩართვა ეკონომიკაში და შემდეგ ეკონომიკისთვის ხელის არ შეშლაა და არა მსგავსი დოკუმენტების შექმნა, რომლებიც საბოლოოდ პრაქტიკაში ვერ რეალიზდება. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wLEUdm ; https://bit.ly/324UId6 

5. მთავრობის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები
მთავრობის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები წლებია პრობლემას წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ხარჯები გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ფინანსდება, ამას ხშირ შემთხვევებში ემატება არარაციონალური და გადამეტებული ხარჯვები.

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების 9 ადმინისტრაციამ საწვავზე 454 428 ლარი დახარჯა, ხოლო ავტოპარკის შეკეთებაზე - 270 017 ლარი. რაც შეეხება მუნიციპალური აიპ-ების და შპს-ების სახელფასო ფონდს 2020 წელს 390 მილიონ ლარს გადააჭარბა, ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წელს 200 მილიონ ლარამდე იყო. IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდები ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით იზრდება. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uFR4T5 ; https://bit.ly/3a1YFDI 

6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა
მთავრობამ სასოფლო-სამეურნეოს მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო, რაც მიწის ბალანსის შედგენას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობას მიწის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა 2004 წლის შემდეგ არ მოუხდენია და რეალური ბალანსი დღემდე არ იცის. მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთები, მის მოიჯარეებს შეეძლებათ გამოისყიდონ და ამ გზით თითქმის 11ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RhJTCa ; https://bit.ly/3fVKAvo ; https://bit.ly/3d6MO9b 

7. გაზრდილი იპოთეკების სესხების მოცულობა და რას გულისხმობ მთავრობის სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა
TBC Capital-ის ანგარიშის მიხედვით, TBC ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა მზარდია, 2021 წლის მარტში იპოთეკების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 161%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.8%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს მთავრობა "m2"-ის ჯგუფში შემავალ ორ დეველოპერულ კომპანიისგან 52.7 მილიონი ლარის ღირებულების ბინების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა. პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის მიერ ნაყიდი ბინების სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებზე გადაცემას. ამ დრომდე არ სახელდება პროგრამის ბენეფიციარები, თუმცა ერთ-ერთ ვარაუდით რაც გასულ წელს პროგრამის დაწყებამდე დაანონსდა, აღნიშნული ბინების ნაწილი დევნილებს გადაეცემათ.

რამდენად არის მხარდამჭერი პროგრამა, როცა სხვა სექტორს აკლებს ფინანსებს, სამშენებლო სექტორში კი მხოლოდ ერთ მისთვის რჩეულ კომპანიას ასუბსიდირებს და სხვა კომპანიებს არ ეხმარება
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3291mPj ; https://bit.ly/3dSEUQc 

8. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
მთავრობებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ლეგალურად სამუშაოდ წასვლას ჯამში საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს. დარიცხული ხელფასი კვირაში, 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით დაახლობით 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი იქნება. დასაქმებაზე რეგისტრაცია კი 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ვრცლად რეგისტრაციის შესახებ: https://bit.ly/39VWIZx ; https://bit.ly/3s9H4Qt 

9. IRI-ს კვლევის ეკონომიკური შეფასება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოცლიოლოგიური კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 54% საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე უარყოფითად აფასებს, ნაწილობრივ დადებითად - 37%, ხოლო დადებითად 8%. ეპიდემიის მართვა უარყოფითად 39%-მა, ხოლო დადებითად 15%-მა შეაფასა. გამოკითხულთა 65%-მა აღნიშნა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, მხოლოდ 5%-მა განაცხადა, რომ გაუმჯობესდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3s7VIHR ; https://bit.ly/2RpNbU9 

10. დაპირისპირება კომუნიკაციების კომისიასა და ტელეკომპანიებს შორის
კომუნიკაციების კომისიას სურს, რომ აუდიტი ჩატარდეს TVMR და TMI კომპანიებში, რომლებიც ქართული ტელევიზიების რეიტინგებს ითვლიან. მარეგულირებელი აუდიტის ჩატარებას იმ მიზეზით ხსნით, რომ აღნიშნული კომპანიები განსხვავებულ რეიტინგებს აჩვენებენ, რაც რეკლამის დამკვეთებისთვის პრობლემაა. რომელი კომპანიის რეიტინგებს გამოიყენებენ ტელევიზიები, თუ ბიზნესის წარმომადგენლები ეს მათი არჩევანის თავისუფლებაა, ერთი კომპანიის დატოვება ბაზარზე კი პირიქით, მონოპოლიას შექმნის და თუ რეალურად სარეკლამო ბაზრის განვითარებაზეა საუბარი, ბევრი კომპანიის ოპერირება პირიქით, კონკურენტულს გახდის ბაზარს. “ტვ კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, კი აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი კომუნიკაციების კომისიის მიერ ბაზრიდან TVMR-ის გაძევებაა. ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wMob9W ; https://bit.ly/3a0WiRD ; https://bit.ly/3a4IbdU ; https://bit.ly/3t9PF76