მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

61069ffaf1bc5
ირაკლი მაკალათია
01.08.21 18:20
1070
გთავაზობთ გასული კვირის (26 – 31 ივლისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18,7%-ით, ხოლო 6 თვეში 12.7%-ით გაიზარდა
2. 2021 წლის 6 თვეში ახალი ვალის სახით საქართველომ 3.53 მილიარდი ლარი ისესხა
3. მთავრობა რთველს და არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას დაასუბსიდირებს
4. ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამის შედეგები
5. რა შედეგები აქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგრამას “იმუშავე საქართველოდან”
6. პარლამენტმა მეორე მოსმენით „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
7. საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე საქსტატის კვლევის შედეგები
8. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შეიქმნა
9. საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე მოვლენები
10. ივნისში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47%-მდე გაიზარდა


1. ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18,7%-ით, ხოლო 6 თვეში 12.7%-ით გაიზარდა
2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 18.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 12.7%-ით. ივნისში კლება დაფიქსირდა მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია 2020 წლის მკვეთრად შემცირებულ მაჩვენებელთან შედარებით. თუ კი საბაზისო წლად 2019 წელს ავიღებთ, ვნახავთ რომ 2021 წლის ივნისში 2019 წლის ივნისთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 9,6%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლების ტენდენციების გათვალისწინებით მაინც მაღალი მაჩვენებელია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fiuKKf; https://bit.ly/3jc2IRv; https://bit.ly/3C6FBjZ 

2. 2021 წლის 6 თვეში ახალი ვალის სახით საქართველომ 3.53 მილიარდი ლარი ისესხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ მთავრობას მიმდინარე წელს “არც ერთი თეთრის სესხი არ აუღია”.თუმცა რეალობა სხვაა, ,,2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი 5.27 მილიარდი ლარის საგარეო ვალს ითვალისწინებს, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში ახალი ვალის სახით საქართველომ უკვე 3.53 მილიარდი ლარი ისესხა.’’
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, მისი თქმით პრემიერი მინისტრი გულისხმობდა, რომ მთავრობას წელს ახალი სავალო შეთანხმებები არ გაუფორმებია. თუმცა დასმულ შეკითხვას, მაშინ რას ნიშნავდა 10 ივნისს საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან 483 მილიონი ევროს ახალი საკრედიტო და საგრანტო დაფინანსების შეთანხმების გაფორმება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C5CyZm; https://bit.ly/2TNoRgx 

3. მთავრობა რთველს და არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას დაასუბსიდირებს
საქართველოს მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს. სუბსიდირება გულისხმობს, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიის გაცემას ხილის გადამამუშავებელი იმ კომპანიებისათვის, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

მთავრობა რთველის სუბსიდირებისათვისაც ემზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რაც გულისხმობს, რომ შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთის რაიონში მცხოვრები მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს ყურძენს და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ffm2wjhttps://bit.ly/3xfpih 

4. ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამის შედეგები
საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამა მიმდინარე წლის 12 აპრილს დაიწყო, თუმცა ოფიციალური უწყებების მხრიდან არ გაჟღერებულა ინფორმაცია თუ რა შედეგებით მიდის აღნიშნული პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაზე მთავრობის აქტიური მხარდაჭერა არ მომხდარა, რასაც აღნიშნავს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე BMG-ისთან საუბრისას.

BM.GE-ს მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით: სააგენტოში სულ შემოვიდა 1556 განაცხადი, საიდანაც შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია წარმატებით 1 556-მა პირმა გაიარა. მათმა უმრავლესობამ, ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შესაბამისად ისრაელის მხარესთან სულ 125 განაცხადი გაიგზავნა. განმცხადებლებთან გასაუბრებისა და ენის ტესტირების შემდეგ, კი საბოლოოდ 60 განაცხადი დარჩა, რომლებზეც საქართველოს ისრაელის მხარისაგან საბოლოო დასტურს ელოდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C3ulEW; https://bit.ly/3BT1bsa 

5. რა შედეგები აქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგრამას “იმუშავე საქართველოდან”
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წლის 27 აგვისტოდან პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” დაიწყო. პროგრამაზე სულ 3058 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც ამ დრომდე ქვეყანაში შემოსულია 1112 ადამიანი. ამჟამად უცხოელებისთვის საქართველოს საზღვარი გახსნილია და აღნიშნული პროგრამის ფუნქციონირებამ აზრი დაკარგა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2V95DlZ 

6. პარლამენტმა მეორე მოსმენით „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც: რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, კონკურენციის, რეესტრის საჯაროობის და სხვა საკითხები. ამასთან, შემოდის რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული სივრცე
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yhKaG2

7.საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე საქსტატის კვლევის შედეგები
საქსტატმა საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების კვლევა ჩაატარა, კვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. ბაზრობების 31.8% მხოლოდ არასასურსათო საქონლით ვაჭრობდა. მათმა საერთო შემოსავალმა 127.9 მლნ ლარი შეადგინა. ბაზრობების 96.5% კერძო საკუთრებაში, ხოლო 3.5% - სახელმწიფო საკუთრებაში
ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/3rIH1MM; https://bit.ly/3yj1R7U

8. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შეიქმნა
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამები განიხილეს, რაც მოიცავდა: სესხის თანადაფინანსებას, ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისათვის შეღავათების დაწესება, ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების განვითარების ხელშეწყობა და სხვ.
ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/3fkbdcb 

9. საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე მოვლენები
საქართველოს ავიაბაზარზე ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines (MEA) შემოდის, რომელიც ბეირუთი - თბილისი - ბეირუთის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. ისრაელის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველო “წითელი” ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა და ქვეყნის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რეისები შეაჩერეს.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, თუმცა ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ტრანსპორტის სპეციალისტი ვასილ ურუშაძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომ რადგან რუსეთი არასანდო პარტნიორი ქვეყანაა და 1993 წლიდან დადებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ დაარღვია, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სამმხრივ ფორმატში და შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ylO7JJ; https://bit.ly/3liLEMl 


10. ივნისში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47%-მდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47.18%-მდე გაიზარდა, საბანკო სისტემის მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობამ კი 39.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქართულ კომერციულ ბანკებში, დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 2,51%-ით შემცირდა და 34.53 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომერციული ბანკების აქტივებს, მისი ზომა 56 მილიარდი ლარია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ig6BWi; https://bit.ly/3xbxGhK