მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოცვის ექსპორტს 2-ჯერ გავზრდით” - “აგრითაჩი”

62aef0701df1e
ლიკა გურაბანიძე
19.06.22 13:54
1008
ქართულ მოცვის მწარმოებელ კომპანია ”აგრითაჩს” საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა გაეზარდა. როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა დავით მაყაშვილმა BMG-ს განუცხადა, წელს ექსპორტზე 30 ტონით მეტ მოცვს გაიტანენ და ის ჯამში 60 ტონამდე იქნება.

“მოცვზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზრებიდან მუდმივად მზარდია და ის არ იკლებს. შედეგად, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, წელს ექსპორტს დაახლოებით 2-ჯერ გავზრდით. ძირითადი საექსპორტო ბაზრები დუბაი, ყატარი და ბაჰრეინი იქნება.” - აღნიშნა მაყაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას ისეთი ახალი ბაზრების ათვისებაც დაგეგმილი აქვს, როგორიც მაგალითად ისრაელი და ინდოეთია. რაც შეეხება ფასს, კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმით, ”აგრითაჩის” მოცვი მსოფლიო ბაზრებზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო გასული წლის მსგავსად სეზონის დასაწყისში 1 კგ 7 $ ეღირება, ხოლო შემდგომ გაიაფდება.