მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გასული წლის ზაფხულთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ გაგვეზარდა” - “შატო ყირამალა”

634eb30c8b032
ლიკა გურაბანიძე
23.10.22 10:00
822
ტურისტების მხრიდან ტყეში განთავსებულ ხის კოტეჯებზე, ასევე მცირე ზომის დახურულ სივრცეებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

"შატო ყირამალას" დამფუძნებლის გოგა მუმლაძის თქმით, უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე დიდი ინტერესი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაა, მას პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ამერიკა მოჰყვება.

მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში 10 კოტეჯის დატვირთულობა 70%-ს აღწევს, ხოლო გასული წლის ზაფხულთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ გაეზარდათ.

“ზრდის მიზეზი პანდემიური ფონის შესუსტებაა და ვიზიტორებიც უფრო თამამად მოგზაურობენ.” - განმარტა გოგა მუმლაძემ.


მისივე თქმით, წელს კოტეჯებში ფასების კორექტირება მოხდა, თუ შარშან ერთი ღამის გათევა საუზმით 80 ლარი ღირდა, წელს 100 ლარი ღირს. ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზი კი გაძვირებული კომუნალური გადასახადებია.

“კომუნალური გადასახადების გაძვირებამ ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. ახლა ფასების შენარჩუნებას ვცდილობთ, რათა მომხმარებლებმა ჩვენამდე მოსვლა შეძლონ.” - აღნიშნა გოგა მუმლაძემ.