მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუფასურების შედეგად, რუსულ რუბლს საბაზრო კაპიტალიზაციით ბიტკოინმა გადაუსწრო

621de2524631e
გიორგი თოლორდავა
01.03.22 16:12
1853

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. საერთო მიმოქცევაში არსებულ რუსულ რუბლს საბაზრო კაპიტალიზაციით კრიპტოვალუტა ბიტკოინმა გადაუსწრო.

უკანასკნელ 24 საათში ბიტკოინის ფასი 13%-ით, 43 500 დოლარამდე გაიზარდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 825 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შედარებისთვის, რუსეთის ეროვნული ვალუტა უკანასკნელ დღეებში თითქმის 20%-ით გაუფასურდა, ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 100 რუბლს აჭარბებს, მიმოქცევაში არსებული 65.3 ტრილიონი რუბლის საერთო ღირებულება კი 655 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა უკრაინასთან ომის დაწყებამდე აღნიშნული მაჩვენებელი 790 მილიარდს აღწევდა, ბიტკოინის კაპიტალიზაცია კი მხოლოდ 700 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.